|
2018-06-20 21:35:51, 938 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: მთავრობის განახლებულ შემადგენლობასთან დაკავშირებით ინტენსიური კონსულტაციები გაიმართება
„დაახლოებით სამ კვირაში, წარმოადგენს მამუკა ბახტაძე მთავრობის განახლებულ შემადგენლობას, მას შემდეგ, რაც შევა ცვლილებები მთავრობის შესახებ კანონში, შესაბამისად, ის თავად მიიღებს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ რა შემადგენლობით წარსდგება მთავრობა საქართველოს პარლამენტში", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, მანამდე, გაიმართება ინტენსიური კონსულტაციები და გადაწყვეტილება ამ კონსულტაციების საფუძველზე იქნება მიღებული. „სამართლებრივი მიზეზების გამო ჩვენ გვიწევს პროცედურის ორ საფეხურად გავლა, როგორც მოგეხსენებათ, დაახლოებით სამ კვირაში, წარმოადგენს ბატონი მამუკა ბახტაძე მთავრობის განახლებულ შემადგენლობას, მას შემდეგ, რაც შევა ცვლილებები მთავრობის შესახებ კანონში. შესაბამისად, ის თავად მიიღებს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ რა შემადგენლობით წარსდგება მთავრობა საქართველოს პარლამენტში. მანამდე, ბუნებრივია, გვექნება ინტენსიური კონსულტაციები, ერთის მხრივ, პარლამენტსა და მთავრობას შორის, ასევე, პოლიტსაბჭოს ფორმატში და ბუნებრივია, ამ კონსულტაციების საფუძველზე მიიღება გადაწყვეტილება",- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. რაც შეეხება მთავრობის განახლებულ შემადგენლობას, ირაკლი კობახიძის თქმით, ეს პრემიერმინისტის პრეროგატივაა. „ ჩემი მხრიდან არ იქნება სწორი ამაზე კომენტარის გაკეთება. ეს არის პრემიერმინისტრის პრეროგატივა. პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე წარმოადგენს მთავრობის განახლებულ შემადგენლობას, შესაბამისად, მას უნდა დაუსვათ კითხვები მთავრობის შემადგენლობასთან დაკავშირებით",- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
მედიასაშუალებებმა გაამჟღავნეს flydubai-ს პილოტის ვინაობა, რომელმაც ბორტზე ტერორისტული თავდასხმის განხორციელება სცადა
ტრამპმა ამერიკელებს ალაბამაში ახალი ხიდისთვის მისი სახელის დარქმევა შესთავაზა
დღეს საკრებულოს შუალედური არჩევნები იმართება, ხმის მიცემა დაიწყო
უკრაინაში მყოფმა დასავლელმა დიპლომატებმა საელჩოების კიევიდან ლვოვში გადატანის საკითხის განხილვა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინაში მყოფმა დასავლელმა დიპლომატებმა საელჩოების კიევიდან ლვოვში გადატანის საკითხის განხილვა დაიწყეს
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)