11:21 - 03 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-20 12:57:44, 1010 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტი მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობს [პირდაპირი ეთერი]

პარლამენტი სამთავრობო პროგრამის - „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ (სამთავრობო პროგრამა 2018-2020წ.) და მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობს.

პროგრამას დეპუტატებს პრემიერ-მინისტრის კანდიდატი მამუკა ბახტაძე აცნობს. ამის შემდეგ სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება, შემდეგ იქნება კომიტეტების, ფრაქციების, უმცირესობის, უმრავლესობის გამოსვლები და დასკვნითი სიტყვა.

მთავრობა პარლამენტის წინაშე ნდობის მოსაპოვებლად თითქმის უცვლელი შემადგენლობით წარდგა. სიაში მინისტრობის მხოლოდ სამი ახალი კანდიდატია - საგარეო საქმეთა მინისტრად დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად გიორგი ჩერქეზიშვილი, ხოლო ფინანსთა მინისტრად ნიკოლოზ გაგუა. სამივე მათგანი მანამდე ამავე უწყებებში მინისტრის მოადგილის თანამდებობებს იკავებდნენ. როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, სამინისტროების რაოდენობის 14-დან 11-მდე შემცირება იგეგმება, რასაც პარლამენტის მხრიდან საკანონმდებლო ცვლილებები სჭირდება. სწორედ ამიტომ, მისი განმარტებით, მას შემდეგ, რაც სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტი საკნონმდებლო ცვლილებებს განახორციელებს, საკანონმდებლო ორგანოში ნდობის მოსაპოვებლად კიდევ ერთხელ, უკვე განახლებული შემადგენლობით მივა.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მედიასაშუალებებმა გაამჟღავნეს flydubai-ს პილოტის ვინაობა, რომელმაც ბორტზე ტერორისტული თავდასხმის განხორციელება სცადა
ტრამპმა ამერიკელებს ალაბამაში ახალი ხიდისთვის მისი სახელის დარქმევა შესთავაზა
დღეს საკრებულოს შუალედური არჩევნები იმართება, ხმის მიცემა დაიწყო
უკრაინაში მყოფმა დასავლელმა დიპლომატებმა საელჩოების კიევიდან ლვოვში გადატანის საკითხის განხილვა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics