|
2018-06-19 22:01:31, 1072 ნახვა
პოლიტიკა
დეპუტატებმა მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი განიხილეს - კენჭისყრა ხვალ გაიმართება
პარლამენტში დეპუტატებმა სამთავრობო პროგრამა და მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი განიხილეს. დილიდან პრემიერ-მინისტრობის და მინისტრობის კანდიდატებს კომიტეტების გაერთიანებულ სხდომებზე უსმენდნენ. წარმოდგენილ შემადგენლობას კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს. ამის შემდეგ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე სამთავრობო გუნდთან ერთად საპარლამენტო უმრავლესობის, უმცირესობის, ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომებზე წარსდგა. „პატრიოტთა ალიანსს“ ბახტაძისთვის და მინისტრობის კანდიდატებისთვის კითხვები არ დაუსვამს. რაც შეეხება ენმ-ს და „ევროპულ საქართველოს“, აღნიშნული ფრაქციების სხდომებზე მწვავე დებატები გაიმართა. სამთავრობო პროგრამას და მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას მხარი პარლამენტში წარმოდგენილმა არც ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ არ დაუჭირა. მათი ნაწილი აცხადებდა, რომ დროებითი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას არ აპირებენ. ხვალ 12:00 საათზე, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელებენ. სხდომაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი დეპუტატებს სამთავრობო პროგრამას კიდევ ერთხელ გააცნობს, რის შემდეგაც დებატები გაიმართება. მოგვიანებით აღნიშნულ საკითხზე კენჭისყრა გაიმართება. შეგახსენებთ, მთავრობა პარლამენტის წინაშე ნდობის მოსაპოვებლად თითქმის უცვლელი შემადგენლობით წარდგა. სიაში მინისტრობის მხოლოდ სამი ახალი კანდიდატია - საგარეო საქმეთა მინისტრად დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად გიორგი ჩერქეზიშვილი, ხოლო ფინანსთა მინისტრად ნიკოლოზ გაგუა. სამივე მათგანი მანამდე ამავე უწყებებში მინისტრის მოადგილის თანამდებობებს იკავებდნენ. როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, სამინისტროების რაოდენობის 14-დან 11-მდე შემცირება იგეგმება, რასაც პარლამენტის მხრიდან საკანონმბდებლო ცვლილებები სჭირდება. სწორედ ამიტომ, მისი განმარტებით, მას შემდეგ, რაც სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტი საკნონმდებლო ცვლილებებს განახორციელებს, საკანონმდებლო ორგანოში ნდობის მოსაპოვებლად კიდევ ერთხელ, უკვე განახლებული შემადგენლობით მივა.
მედიასაშუალებებმა გაამჟღავნეს flydubai-ს პილოტის ვინაობა, რომელმაც ბორტზე ტერორისტული თავდასხმის განხორციელება სცადა
ტრამპმა ამერიკელებს ალაბამაში ახალი ხიდისთვის მისი სახელის დარქმევა შესთავაზა
დღეს საკრებულოს შუალედური არჩევნები იმართება, ხმის მიცემა დაიწყო
უკრაინაში მყოფმა დასავლელმა დიპლომატებმა საელჩოების კიევიდან ლვოვში გადატანის საკითხის განხილვა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინაში მყოფმა დასავლელმა დიპლომატებმა საელჩოების კიევიდან ლვოვში გადატანის საკითხის განხილვა დაიწყეს
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)