|
2018-06-19 16:18:19, 874 ნახვა
საზოგადოება
რესურსცენტრებს ფსიქოლოგის შტატი დაემატებათ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, მიხეილ ჩხენკელმა, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე დეპუტატებს უსაფრთხო სასწავლო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით შემუშავებული ცვლილებები გააცნო. მინისტრის თქმით, უკვე შემუშავებულია უსაფრთხო სკოლის სტრატეგიის ახალი დოკუმენტი, რომელიც ძალადობისა და ბულინგის პრევენციის მიმართულებით არაერთ საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებულ აქტივობებს მოიცავს. ამასთან, მთელი რიგი ცვლილებები ხორციელდება კანონმდებლობაში მანდატურის სამსახურის განვითარებისთვის. მიხეილ ჩხენკელმა ხაზი გაუსვა, რომ რისკების დროული და ეფექტური იდენტიფიკაციისა და მართვის მიზნით გადამზადდნენ როგორც მასწავლებლები, ასევე, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მანდატურები, ფსიქოლოგები და სკოლაში უსაფრთხოების პროცედურებზე პასუხისმგებელი პირები. მისივე თქმით, დაწყებულია თანატოლთა ურთიერთგანათლების ანტიბულინგური პროექტები, ხოლო სექტემბრიდან ციფრული მოქალაქეობისა და მედიაწიგნიერების პროგრამები დაინერგება. „ფსიქოლოგიური სამსახურის ბაზაზე შექმნილია კრიზისული ინტერვენციის ჯგუფები. მოქმედებს 24 საათიანი ფსიქოლოგიური დახმარების ცხელი ხაზი და ინტერაქტიული ვებგვერდი, რომელიც ხელს უწყობს ძალადობაზე ცნობიერების ამაღლებასა და აგრესიის სხვადასხვა ფორმების საწყის ეტაპზე გამოვლენას. ხაზგასასმელია, რომ რესურსცენტრებს ფსიქოლოგის შტატი დაემატებათ. სკოლებში საინფორმაციო კამპანიის მიზნით, ქვეყნის წამყვან ფსიქოლოგებთან თანამშრომლობით, შემუშავდა კონკრეტული რეკომენდაციები, რომელიც სკოლებს მოსწავლეებისთვის, მასწავლებლებისთვის და მშობლებისთვის ფლაერების სახით დაურიგდათ. დაინერგა და უწყვეტად გრძელდება პროგრამა „მოვუსმინოთ მოსწავლეებს“, რომლის ფარგლებში, ბულინგთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია 70 000-ზე მეტმა მოსწავლემ დააფიქსირა, მათი შეხედულებები სტრატეგიაში აისახა“, - აღნიშნა ჩხენკელმა. ამასთან, მინისტრის თქმით, სკოლასა და მშობელს შორის გაფორმდება ხელშეკრულება, რომელიც მხარეებს გაუჩენს ვალდებულებას, ძალადობის რისკებთან დაკავშირებული პროცესები ერთობლივად მართონ. „ხოლო ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით სკოლებში დიდი ყურადღება ეთმობა მოზარდთა ფიზიკურ განვითარებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. შესაბამისად, გაორმაგდა სასკოლო სპორტულ ღონისძიებათა ბიუჯეტი“, - დასძინა ჩხენკელმა.
სოჭის სანაპიროსთან ნავთობის ტანკერი AFRAMAX RIO იწვის - ვიდეო
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
მარტა კოსი- საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ქაღალდზეა
საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობისა და მათი საქმიანობის აკრძალვის თაობაზე სარჩელი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)