|
2018-06-19 12:42:40, 941 ნახვა
ეკონომიკა
ქართველი დიზაინერების პროდუქცია საერთაშორისო გამოფენაზე Pitti Immagine Uomo იყო წარმოდგენილი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებითა და „MERCEDES BENZ TBLISI FASHION WEEK”-თან თანამშრომლობით, 6 ქართველი მამაკაცის სამოსისა და აქსესუარების ხაზის დიზაინერის პროდუქცია 12-დან 15 ივნისის ჩათვლით იტალიაში, ქალაქ ფლორენციაში საგამოფენო ღონისძიებაზე Pitti Immagine Uomo იყო წარმოდგენილი. სააგენტოს ინფორმაციით, წელს საქართველო ღონისძიებაში საპატიო ქვეყნის სტატუსით პირველად იღებდა მონაწილეობას, რისი გათვალისწინებითაც საგამოფენო სივრცის კონცეფცია მხოლოდ მოდის ინდუსტრიით არ შემოიფარგლა. გამოფენაზე წარმოჩენილი იყო საქართველოს შემოქმედებითი ინდუსტრიისა და ტურიზმის პოტენციალი, კინოგადაღების კუთხით არსებული ლოკაციები, რასთან ერთადაც , ხაზი გაესვა ზოგადად ქვეყნის კულტურის საერთაშორისო დონეზე წარდგენას, ცნობადობის ამაღლებასა და ამასთანავე, მეღვინეობა ხარების მხარდაჭერით სტუმრებმა ქართული ღვინისა და ტკბილეულის დაგემოვნება შეძლეს. Pitti Immagine Uomo უკვე 46 წელია მამაკაცთა ხაზის დიზაინერებისთვის მსოფლიოში ყველაზე გავლენიან პლატფორმად ითვლება. გამოფენაზე ყოველწლიურად წარმოდგენილია 1,244-ზე მეტი ბრენდი მსოფლიოს მასშტაბით. ფლორენციის უზარმაზარ საგამოფენო პავილიონებში მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი დიზაინერი, ბლოგერი და 25,000-მდე შემსყიდველი (ე.წ. „ Buyer”) 120 სხვადასხვა ქვეყნიდან იყრის თავს. გასული წლის მონაცემებით ღონისძიებას 36,000-ზე მეტი სტუმარი დაესწრო. საიდანაც 2,000 ჟურნალისტი ცნობილ ჟურნალ-გაზეთებს, ელექტრონულ გამოცემებსა და ტელევიზიებს წარმოადგენს ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა ამერიკა, ინგლისი, ჩინეთი, გერმანია, იაპონია, საფრანგეთი, ესპანეთი, რუსეთი, ჰოლანდია, სამხრეთ კორეა და ა.შ. ქართული სტენდის ქვეშ გამოფენაზე საკუთარ პროდუქცია ექვსმა ქართველმა დიზაინერმა, კერძოდ: „აზნაური“, „ანუკა ქებურია“, „ვასკა“, „ტატუნა ნიკოლაიშვილი“, “Gola Damian” და „Situationist“ წარადგინა. უნდა აღინიშნოს, რომ ხსენებული ღონისძიება ერთ-ერთი კარგი საშუალებაა შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდაჭერისა და განვითარებისთვის, რაც თავის მხრივ, ქართველ დიზაინერებს შესაძლებლობას აძლევს საკუთარი პროდუქტი გააცნონ ფართო აუდიტორიას, სათანადო ბიზნესკავშირები დაამყარონ პოტენციურ დამკვეთებთან და საერთაშორისო მასშტაბით მოახდინონ ქართული პროდუქტის პოპულარიზაცია.
(NS)
35 წლის შემდეგ პირველად, შეერთებულმა შტატებმა ახალი ბირთვული ბომბის შემუშავების გადაწყვეტილება მიიღო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კემეროვოს რეგიონში An-12-ის ჩამოვარდნის შედეგად 19 ადამიანის დაღუპვის შესახებ განაცხადა
ქართველი პოეტი, მსახიობი, რეჟისორი საშა გველესიანი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა
მანილაში ტრამპის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები: პოლიციამ ასეანის სამიტის წინ თითქმის 300 ადამიანი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
რესპუბლიკელების მთავარი მოწინააღმდეგე, კალიფორნიის გუბერნატორი უკრაინას ეწვია და დახმარება გამოაცხადა
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





