|
2018-06-19 11:13:49, 963 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტში მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ
პარლამენტში მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. გაერთიანებული კომიტეტების სხდომებზე მოსმენა 12:00 საათამდე გაგრძელდება. ამის შემდეგ პრემიერ-მინისტრობის და მინისტრობის კანდიდატები პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში ჯერ საპარლამენტო უმრავლესობას შეხვდებიან, შემდეგ ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრებს, ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“. მოგვიანებით, ბიუროს სხდომაა დაგეგმილი. ხვალ კი, 12:00 საათზე, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელებენ, რის შემდეგაც კენჭისყრა გაიმართება. შეგახსენებთ, მთავრობა პარლამენტის წინაშე ნდობის მოსაპოვებლად თითქმის უცვლელი შემადგენლობით წარდგა. სიაში მინისტრობის მხოლოდ სამი ახალი კანდიდატია - საგარეო საქმეთა მინისტრად დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად გიორგი ჩერქეზიშვილი, ხოლო ფინანსთა მინისტრად ნიკოლოზ გაგუა. სამივე მათგანი მანამდე ამავე უწყებებში მინისტრის მოადგილის თანამდებობებს იკავებდნენ. როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სამინისტროების რაოდენობის 14-დან 11-მდე შემცირება იგეგმება, რასაც პარლამენტის მხრიდან საკანონმბდებლო ცვლილებები სჭირდება. სწორედ ამიტომ, მისი განმარტებით, მას შემდეგ, რაც სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტი საკნონმდებლო ცვლილებებს განახორციელებს, საკანონმდებლო ორგანოში ნდობის მოსაპოვებლად კიდევ ერთხელ, უკვე განახლებული შემადგენლობით მივა.
მედიასაშუალებებმა გაამჟღავნეს flydubai-ს პილოტის ვინაობა, რომელმაც ბორტზე ტერორისტული თავდასხმის განხორციელება სცადა
ტრამპმა ამერიკელებს ალაბამაში ახალი ხიდისთვის მისი სახელის დარქმევა შესთავაზა
დღეს საკრებულოს შუალედური არჩევნები იმართება, ხმის მიცემა დაიწყო
უკრაინაში მყოფმა დასავლელმა დიპლომატებმა საელჩოების კიევიდან ლვოვში გადატანის საკითხის განხილვა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინაში მყოფმა დასავლელმა დიპლომატებმა საელჩოების კიევიდან ლვოვში გადატანის საკითხის განხილვა დაიწყეს
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)