11:22 - 03 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-18 16:55:30, 1089 ნახვა

პოლიტიკა
მთავრობის შემადგენლობა პარლამენტს ოფიციალურად წარედგინა - სიაში მინისტრობის სამი ახალი კანდიდატია

პარლამენტის საქართველოს მთავრობის შემადგენლობა ოფიციალურად წარედგინა.

შემადგენლობაში სამი ახალი მინისტრობის კანდიდატია.

უფრო კონკრეტულად, საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დავით ზალკალიანის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობაზე გიორგი ჩერქეზიშვილის, ხოლო ფინანსთა მინისტრის პოსტზე ნიკოლოზ გაგუას კანდიდატურაა წარდგენილი. სამივე მათგანი მანამდე ამავე უწყებებში მინისტრის მოადგილის თანამდებობებს იკავებდნენ.

რაც შეეხება სხვა სამინისტროებს, თანამდებობებზე კვლავ მოქმედი მინისტრები არიან წარდგენილი.

შეგახსენებთ, მთავრობა ამ შემადგენლობით პარლამენტის წინაშე ნდობის მოსაპოვებლად ხვალ წარდგება. ხოლო მას შემდეგ, რაც სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტი საკნონმდებლო ცვლილებებს განახორციელებს, ბახტაძე საკანონმდებლო ორგანოში ნდობის მოსაპოვებლად კიდევ ერთხელ, უკვე განახლებული შემადგენლობით მივა.  

საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში, ფრაქციებში, უმცირესობასა და უმრავლესობაში და პლენარულ სხდომაზე განხილვის გრაფიკი

ნდობის მისაღებად წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა

სამთავრობო პროგრამა „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მედიასაშუალებებმა გაამჟღავნეს flydubai-ს პილოტის ვინაობა, რომელმაც ბორტზე ტერორისტული თავდასხმის განხორციელება სცადა
ტრამპმა ამერიკელებს ალაბამაში ახალი ხიდისთვის მისი სახელის დარქმევა შესთავაზა
დღეს საკრებულოს შუალედური არჩევნები იმართება, ხმის მიცემა დაიწყო
უკრაინაში მყოფმა დასავლელმა დიპლომატებმა საელჩოების კიევიდან ლვოვში გადატანის საკითხის განხილვა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics