|
2018-06-15 15:18:35, 743 ნახვა
რეგიონი
სოფელ ჩხუტუნეთში მცხოვრებ ფადიმე მალაყმაძეს 100 წლის იუბილე მიულოცეს და 1000 ლარი გადასცეს
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტუნეთში მცხოვრებ ფადიმე მალაყმაძეს დაბადებიდან 100 წელი შეუსრულდა. უხუცეს ქალბატონს იუბილე აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ თენიეშვილმა, სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ინდირა ნაკაიძემ და ხელვაჩაურის მერის მოადგილე კახა ფუტკარაძემ მიულოცეს. ფადიმე მალაყმაძე 1918 წელს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქოქოლოთში დაიბადა, ადრეულ ასაკში დაოჯახდა, ჰყავს 5 შვილი, 15 შვილიშვილი და 22 შვილთაშვილი. 1951-1953 წლებში რეპრესირებული იყო ყაზახეთის რესპუბლიკაში. იუბილარს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამის „100 წელს გადაცილებულ მოქალაქეთა ერთჯერადი მატერიალური დახმარების“ ფარგლებში 1000 ლარი გადაეცა. სამინისტრო პროგრამას 2004 წლიდან ახორციელებს. 2014 წლამდე თითოეულ მოქალაქეზე 500 ლარი გაიცემოდა, 2014 წელის შემდეგ თანხის ოდენობა გაიზარდა და 1000 ლარს შეადგენს. ამჟამად აჭარაში 100 წლისა და 100 წელს გადაცილებული 30 მოქალაქე ცხოვრობს, ყველა მათგანი ქალბატონია, 8 მოქალაქეს 1000 წელი წლის ბოლომდე შეუსრულდება. აჭარაში ყველაზე უხუცესი ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ირემაძეებში მცხოვრები ფიქრიე ირემაძე, ის 1905 წელს დაიბადა და 2018 წელს 113 წელი შაეუსრულდა.
(NS)
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
საფრანგეთში მომიტინგეებმა უსაფრთხოების ძალებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს - დაიჭრენ პოლიციელები - ვიდეო
გერმანიაში ახალგაზრდების მასობრივ საპროტესტო აქციებს არეულობა და ძარცვა მოჰყვა
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)