|
2018-06-15 14:56:19, 640 ნახვა
საზოგადოება
ჩუგოშვილი: შემოდის რეგულაციები, რომელიც ქალებს დაეხმარება, უფრო ადვილად ჩაერთონ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში
პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, თამარ ჩუგოშვილმა მისასალმებელი სიტყვით გახსნა რეგიონული კონფერენცია - მეტი ქალის ხმა ადგილობრივ თვითმმართველობაში, რომელიც დღეს ქუთაისში გაიმართა. კონფერენციის მიზანი იყო, იმერეთის მხარის თორმეტივე მუნიციპალიტეტის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის ინფორმაციის მიწოდება ქალთა საჭიროებებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გენდერული პოლიტიკის პრინციპების შესახებ. თამარ ჩუგოშვილის ინფორმაციით, საზოგადოების ნახევარზე მეტს ქალები წარმოადგენენ და როგორც სხვადასხვა კვლევებიდან ჩანს, მათ აქვთ განსხვავებული საჭიროებები და პრიორიტეტები. მისი თქმით, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ძირითადად მამაკაცები მონაწილეობენ, ხოლო ქალები ნაკლები რაოდენობით არიან წარმოდგენილი. მისივე განცხადებით, ეს ეხება როგორც ადგილობრივ, ისე ცენტრალურ დონეს. „ნებისმიერი განვითარებული ქვეყნისთვის ქალთა წარმომადგენლობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში უნდა იყოს თანაბარი თუ არა, თანაბართან მიახლოებული მაინც. ამ პროცესებში ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი დომინაცია, მამაკაცების 80-90%- და ქალების ძალიან დაბალი მაჩვენებელი. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არიან ძალიან აქტიური, კომპეტენტური, განათლებული, კეთილსინდისიერი, საქმის მიმართ თავდადებული ქალები, მაგრამ რატომღაც, მათ მუდმივად ხვდებათ დაბრკოლებები. შესაბამისად, ის საკითხები, რომელიც საზოგადოების ამ ნახევრისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, ფაქტობრივად, იჩრდილება სხვა თემებით. გადაწყვეტილებები, რომელიც მიიღება ადგილობრივ თუ ცენტრალურ დონეზე, ამ საჭიროებებს არ ასახავს", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ. თამარ ჩუგოშვილის ინფორმაციით, პარლამენტი ამ პრობლემის მოგვარებაზე მუშაობს. „შემოდის საკანონმდებლო რეგულაციები, რომელიც შედეგად მოგვიტანს მეტი ქალის ჩართულობას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ამაში იგულისხმება სავალდებულო გენდერული კვოტები. საარჩევნო სიებში ქალები და მამაკაცები იქნებიან წარმოდგენილი გარკვეული პროპორციით, დაახლოებით, საუბარია ერთ მესამედზე", -აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა. მისი ინფორმაციით, ამ მოწვევის პარლამენტმა ერთხელ უკვე უარი თქვა ამ კანონის მიღებაზე. „მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დავასრულეთ ამ საკითხზე მუშაობა. მომზადებული გვაქვს კანონპროექტი, რომელიც მცირედით განსხვავდება წინა ვერსიისგან. ჩვენ აუცილებლად მივუბრუნდებით ამ თემას. პარლამენტი მხარს დაუჭრს ამ ძალიან მნიშვნელოვან კანონპროექტს", - განაცხადა გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ. კონფერენციის ორგანიზატორი იყო ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოში (LDA), ხოლო მხარდამჭერები აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EUMI)სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის პროექტი (ACCESS)
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
დროა: ელენე ხოშტარია ციხიდან ვივამედში გადაჰყავთ, უკვე გზაშია
საგანძურის მარათონი დაიწყო - შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)