|
2018-06-15 14:49:50, 544 ნახვა
რეგიონი
გონიოს ხიდიდან მახოს ხიდამდე ახალი შემოვლითი გზის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა
„აჭარაში მიმდინარე საგაზო ინფრასტრუქტურის მიმართულებით, ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც განტვირთავს სარფისკენ მიმავალ ცენტრალურ გზას და ხელს შეუწყობს მაღალმთიანი აჭარის ტურიზმის განვითარებას" - ასე აფასებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ჭოროხის შემოვლითი გზის მშენებლობას. ჭოროხის შემოვლითი საავტომობილო გზის მე-2 -ე ეტაპის ფარგლებში უკვე დასრულდა გზის 3500 მეტრამდე მონაკვეთის მშენებლობა. სამეტაპიანი პროექტი 5700 მეტრი სიგრძის მონაკვეთს მოიცავს და მისი სრული ღირებულება 8 253 000 ლარს შეადგენს. როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე აცხადებს, რეგიონში მზარდი ტურიზმისა და ეკონომიკის პირობებში, მნიშვნელოვანია ახალი ინფრასტრუქტურის შექმნა, რასაც საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროსთან ერთად აჭარის საგზაო დეპარტამენტი ეტაპობრივად ახორციელებს. „ტურისტული ნაკადის ზრდასთან ერთად საჭიროა ინფრასტრუქტურის განვითარება. შესაბამისად, ამ მიმართულებით აჭარაში მართლაც ისტორიული და უმნიშვნელოვანესი პროექტები ხორციელდება. ჭოროხის საავტომობილო გზის გარდა, აქტიურ ფაზაშია ესტაკადის მშენებლობა, ივნისის ბოლომდე გაიხსნება ქობულეთის შემოვლითი გზა, სულ მალე კი დაიწყება ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობაც" - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ჭოროხის შემოვლითი გზის მეორე ეტაპის სამუშაოები აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ რამაზ ბოლქვაძესთან და აჭარის საგზაო დეპარტამენტის უფროს არჩილ ჩიქოვანთან ერთად დაათვალიერა.
(NS)
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
საფრანგეთში მომიტინგეებმა უსაფრთხოების ძალებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს - დაიჭრენ პოლიციელები - ვიდეო
გერმანიაში ახალგაზრდების მასობრივ საპროტესტო აქციებს არეულობა და ძარცვა მოჰყვა
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)