|
2018-06-14 19:13:09, 4548 ნახვა
სპორტი
მამუკა ბახტაძე: დარწმუნებული ვარ, საქართველო გახდება ძლიერი, ერთიანი, ევროპული ყაიდის ქვეყანა
„მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო გახდება ძლიერი, ერთიანი, ევროპული ყაიდის ქვეყანა“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და საკუთარ ხედვებზე ისაუბრა: „მინდა მადლობა გადავუხადო „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდს და მის ხელმძღვანელს გამოცხადებული ნდობისთვის. ეს არის მართლაც დიდი პატივი, მაგრამ ამავე დროს დიდი პასუხისმგებლობა. უახლოეს დღეებში მე საქართველოს პარლამენტში წარვდგები ჩემი ხედვით, რომელიც დამყარებული იქნება შემდეგ ძირითად პრინციპებზე. პირველი - ეს არის ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანის ბოლომდე მიყვანა და საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში სრულფასოვანი ინტეგრაცია. ამ კუთხით „ქართულ ოცნებას“ აქვს დიდი წარმატებები და ამ წარმატებებს სჭირდება გაღრმავება. მეორე - ჩვენ განვახორციელებთ ინოვაციურ და ფუნდამენტურ რეფორმებს ყველა საჭირო მიმართულებით. ამ რეფორმების შედეგად, ჩვენ ჩამოვაყალიბებთ ახალ ეკონომიკურ მოდელს ახალი სამართლიანი თამაშის წესებით, რომელიც შეეხება თითოეულ ქართულ ოჯახს, ჩვენს ყველა მოქალაქეს. ჩვენ შევძლებთ და შევამცირებთ ჩამორჩენას დემოკრატიის მაღალ სტანდარტსა და ეკონომიკურ მდგომარეობას შორის. ბუნებრივია, ჩვენ გავაგრძელებთ დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომ განვითარებას და გაძლიერებას“, - განაცხადა ბახტაძემ. მისი თქმით, საქართველოს სჭირდება მცირე, მაგრამ ამავე დროს მოქნილი და ეფექტური სამთავრობო უწყებები. „მესამე პრინციპი - ეს არის მცირე მთავრობის კონცეფცია. საქართველოს სჭირდება მცირე, მაგრამ ამავე დროს მოქნილი და ეფექტური სამთავრობო უწყებები. ამასთან ერთად, მიზანშეწონილად მიმაჩნია, გაძლიერდეს ინსტიტუციური და საზოგადოებრივი კონტროლი ამ უწყებებზე. ამავე დროს, ანტიკორუფციული ხაზით“, - განაცხადა პრემიერობის კანდიდატმა. ბახტაძის განცხადებით, კიდევ ერთი მთავარი პრინციპი, რაზეც მისი ხედვა იქნება დამყარებული, განათლება, ინოვაცია და ახალგაზრდობაა: „მეოთხე - არის ჩემი ცხოვრების მთავარი პრიორიტეტი. ეს არის განათლება, ინოვაცია და ახალგაზრდობა. სწორედ მოტივირებული, განათლებული, სამეწარმეო ენთუზიაზმით აღსავსე და რაც მთავარია, თავიანთ შესაძლებლობებში დარწმუნებული ახალგაზრდობა მოიტანს იმ შედეგს, რასაც ქვია საქართველოს ჩართვა განვითარებული ეკონომიკების მქონე ქვეყანათა რიგებში. სწორედ ასეთი საქართველო არის ერთადერთი და უალტერნატივო შეთავაზება ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისთვის, რომ დავრუნდეთ ერთიან ოჯახში. შესაბამისად, ინვესტირება განათლებაში და ამ სექტორის ფუნდამენტური რეფორმა, იქნება საქართველოს მთავრობის აბსოლუტური პრიორიტეტი. საქართველო ეს არის ადამიანთა და მოქალაქეთა ერთობლიობა და ადამიანი იყო, არის და იქნება პარტია „ქართული ოცნების“ მთავარი ფასეულობა. შესაბამისად, თითოეული ინიციატივა თუ ძალისხმევა, რომელსაც ჩვენ განვახორციელებთ, იქნება ორიენტირებული სწორედ ადამიანზე და მის მხარდაჭერაზე. ორიენტირებული მისი თავისუფლებისა და მისი სასიცოცხლო, საოჯახო გარემოს გაუმჯობესებაზე, ისეთი გარემოს შექმნაზე, სადაც ყველა მიეცემა საშუალება, რეალიზაცია გაუკეთოს თავის ნიჭს და პოტენციალს თავის სამშობლოში. ამისთვის ბუნებრივია საჭიროა პრინციპულობა, ერთიანობა, გუნდურობა, ძალიან მაღალი პასუხისმგებლობის ხარისხი, ძალიან მაღალი კომპეტენციის ხარისხი და რაც მთავარია, ყველა ძალის და იდეის კონსოლიდაცია. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას ერთად აუცილებლად მივაღწევთ და საქართველო გახდება ძლიერი, ერთიანი, ევროპული ყაიდის ქვეყანა“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)