|
2018-06-14 16:14:13, 4582 ნახვა
სპორტი
უსუფაშვილი ბიძინა ივანიშვილს და მმართველ გუნდს სამი წინადადებით მიმართავს
შენების მოძრაობის ლიდერი დავით უსუფაშვილი მმართველ გუნდსა და ბიძინა ივანიშვილს 3 რჩევას აძლევს, რომლის მიხედვითაც მისი თქმით, ქვეყანა ბევრ მტკივნეულ საკითხზე თავიდან აირიდებს დანაკარგებს. ამის შესახებ უსუფაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ მმართველი პარტიის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა უნდა იტვირთოს პრემიერ-მინისტრობა, როგორც ამას მოითხოვს საპარლამენტო დემოკრატია და რა ვალდებულებაც მან აიღო ქართველი ხალხის წინაშე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. ა მით ის მაინც უნდა მოხერხდეს, რომ ქვეყანა ნაკლები დანაკარგებით მივიდეს არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლამდე. სხვა შემთხვევაში მმართველი გუნდის პოლიტიკური კრიზისი გადაიზრდება მასშტაბურ სახელისუფლებო კრიზისში, რაც მძიმედ დაარტყამს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას და ქვეყნის უსაფრთხოებას. მისივე თქმით, სუს-მა უნდა შეწყვიტოს პოლიტიკური პროცესების მართვა და სახელმწიფო ორგანოების ნაცვლად გადაწყვეტილებების მიღება, მათი კონსტიტუციური უფლებამოსილების უხეში შელახვით. სხვა შემთხვევაში ქვეყნის პოლიტიკური და მმართველობითი სისტემა კვლავ პარალიზებული დარჩება. დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ უახლოესი საპარლამენტო არჩევნებისთვის დაუყოვნებლივ უნდა იქნეს შემოღებული პროპორციული სისტემა, რათა გაჩნდეს საზოგადოების განწყობების სახელისუფლებო სისტემაში ადეკვატურად ასახვის იმედი და პოლიტიკური პროცესებიც ცივილიზებული გზით წარიმართოს. მისი თქმით, სხვა შემთხვევაში პრაქტიკულად გარდაუვალია მორიგი რევოლუციური ვითარების მომწიფება, თანამდევი დამანგრეველი შედეგებით.
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)