|
2018-06-13 11:15:53, 11768 ნახვა
კულტურა
მოკლემეტრაჟიანი ფილმების მარათონის ParaShoot გამარჯვებულები გამოვლინდნენ
კინოთეატრ "ამირანში" სოციალურ თემებზე გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმების მარათონის, ParaShoot გამარჯვებულები გამოვლინდნენ. მარათონი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის ლაბორატორიასთან თანამშრომლობითა და თიბისის მხარდაჭერით ჩაატარა. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს სოციალური საკითხების წინ წამოწევას და კინოინდუსტრიაში ახალი სახეების აღმოჩენას. ParaShoot-ში მონაწილეობას იღებდა მოყვარული და პროფესიონალი რეჟისორების, სცენარისტებისა და პროდიუსერებისგან შემდგარი 20 გუნდი. მათ 72 საათის განმავლობაში დაგეგმეს, გადაიღეს და დაამონტაჟეს მოკლემეტრაჟიანი ფილმები სოციალურ თემებზე, რომლებიც პროექტის მხარდამჭერი და პარტნიორი ორგანიზაციების მიერ იყო წარდგენილი. დისკრიმინაცია, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები, მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარება - ეს თემები მონაწილეებს გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) შესთავაზა, ეკოლოგიის თემა - თიბისიმ. ექსპერტთა გუნდმა გამარჯვებული ფილმები ორ კატეგორიაში შეარჩია: პროფესიონალები და მოყვარულები. პროფესიონალების კატეგორიაში გამარჯვება მოიპოვა გუნდმა KC, ფილმით - "Definitions", რომელიც დისკრიმინაციის თემაზეა გადაღებული. მოყვარულების კატეგორიაში საუკეთესოდ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები თემაზე გადაღებული ფილმი „როქი" დასახელდა. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) გამარჯვებული გუნდები დააჯილდოვეს სხვადასხვა პრიზით (Macbook Pro, iPad Pro) და ფულადი პრემიით, რათა მომავალშიც განაგრძონ სოციალური თემების მხარდაჭერა. საკუთარი რჩეული ფილმი გამოავლინა თიბისიმაც. გუნდი - Ecofilms ეკოლოგიის თემაზე გადაღებული ფილმისთვის ბანკმა სპეციალური პრიზით, ფულადი პრემიით დააჯილდოვა. ParaShoot-ი ამერიკის საელჩოს პროექტია. მარათონს ატარებს დემოკრატიის ლაბორატორია. პროექტის მხარდამჭერია ევროკავშირი, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი (GEF).
(R)
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)