|
2018-06-11 15:45:00, 770 ნახვა
რეგიონი
პოპულარული ყაზახური ტელევიზია 1+1 აჭარაში მოგზაურობის შესახებ გადაცემას აკეთებს
ყაზახეთის პოპულარული ტელეარხი 1+1 აჭარის შესახებ გადაცემას ამზადებს, რომლის მთავარი გმირიც პოპულარული ყაზახი მომღერალია. ტელეკომპანიის გადამღებმა ჯგუფმა მომღერალთან ერთად აჭარაში გასულ კვირას იმოგზაურა და გადაცემის 10 მილიონამდე მაყურებელს მოგზაურობის შთაბეჭდილებებს მიმდინარე კვირაში გააცნობს. მთიანი აჭარის, ქართული ფოკლორის, სამზარეულოს, ბათუმის ბოტანიკური ბაღისა და ქალაქის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობების გარდა, გადამღები ჯგუფი რეგიონის კულტურული მემკვიდრეობითაც დაინტერესდა. ქართული ხელოვნების ნიმუშების გაცნობის მიზნით ისინი ბათუმის ხელოვნების მუზეუმსაც სტუმრობდნენ. პოპულური ტელეკომპანიის გადამღები ჯგუფი რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით სტუმრობდა. ყაზახეთი ერთ-ერთი საინტერესო ტურისტული ბაზარია რეგიონისთვის, სადაც აჭარის ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია აქტიურად მიმდინარეობს. სარეკლამო ღონისძიებები გარე რეკლამას, აჭარაში მსხვილი ტურისტული სააგენტოებისა და ჟურნალისტები ჩამოყვანას, შედეგად კი აჭარის შესახებ გადაცემების, სტატიების, რეპორტაჟების მომზადებასა და კონკრეტული ტურისტული პაკეტების შემუშავებას ითვალისწინებს. გარდა ამისა, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აჭარას რეკლამირებას ყაზახეთში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე უწევს. ჯამში, დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციას 16 სამიზნე ქვეყანაში ანხორციელებს.
(NS)
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
საფრანგეთში მომიტინგეებმა უსაფრთხოების ძალებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს - დაიჭრენ პოლიციელები - ვიდეო
გერმანიაში ახალგაზრდების მასობრივ საპროტესტო აქციებს არეულობა და ძარცვა მოჰყვა
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)