|
2018-06-08 11:17:07, 1378 ნახვა
სამხედრო
ბრიუსელში ხორვატიის თავდაცის უწყებასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოსა და ხორვატიის თავდაცვის სამინისტროებს შორის თავდაცვის სფეროში ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რაც ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას უფრო ინტენსიურს გახდის. დოკუმენტს ხელი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და მისმა ხორვატმა კოლეგამ დამირ კრსტიჩევიჩმა მოაწერეს. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ორმხრივი შეხვედრა ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა. ლევან იზორიამ ხორვატიის თავდაცვის მინისტრს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მისი განცხადებით, ხორვატიამ ნატოში ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მსგავსად ხანგრძლივი და რთული გზა გაიარა და მისი მხარდაჭერა და გამოცდილების გაზიარება საქართველოსთვის ძალიან ღირებულია. მხარეებმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში ხორვატიის მხარის ჩართულობაზეც გაამახვილეს ყურადღება. ნატოს თავდაცვის მინისტერიალის მეორე დღეს კი, ლევან იზორია „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის (RSM) ფორმატში ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე საქართველოს სახელით წარსდგება. „შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრს კიდევ ერთხელ ექნება საშუალება, საქართველოს სახელით, საჯაროდ განაცხადოს მტკიცე პოზიცია, რომ ჩვენი ქვეყანა ნატოს წინაშე აღებული ვალდებულებების ერთგული რჩება. საქართველო ნატოს ეგიდით ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო მისიაში მომავალშიც იმ რაოდენობით გააგრძელებს კონტრიბუციას, რა რაოდენობითაც დღეს არის წარმოდგენილი“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა. ლევან იზორიამ ასევე აღნიშნა, რომ მინისტერიალის ფარგლებში განხილული ინიციატივებისა და თემების მიმართ საქართველო აბსოლუტურად ადეკვატურია თავის რეფორმებში და ამ რეფორმების განხორციელებით მოწინავე და პროგრესული ქვეყანაა, რაც გაცხადდა კიდეც. თავდაცვის მინისტრმა ივლისში, ბრიუსელში დაგეგმილ ნატოს სამიტის მოლოდინებზეც გაამახვილა ყურადღება: „გვაქვს მკაფიო მოლოდინი, რომ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი საჯაროდ გაცხადდება განცხადებაში, რომელსაც ნატოსთან ერთად საქართველო მიიღებს და რაც საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის მყარი საფუძველი და ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება“.
(NS)
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)