07:37 - 18 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-07 10:52:14, 1029 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი ჩერქეზიშვილმა საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანებებთან საქართველოს თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილა

„ევროპული დიალოგი ინტერნეტმმართველობის საკითხებზე" – EuroDIG 2018 - ის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი წამყვანი საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანებების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში EuroDIG-ის ავტორიტეტულ ფორუმის მუშაობაში მონაწილეობენ.

ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) დირექტორის მოადგილე იუში ტორიგოესთან შეხვედრისას, ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა კავშირის ხელმძღვანელობას მხარდაჭერისთვის, რომლის თანახმადაც, საქართველო ITU -ს დამოუკიდებელი სახელმწიფოთა თანამეგობრობის ოფისიდან ევროპის რეგიონალურ ოფისში გადავიდა. აღინიშნა, რომ საქართველო კავშირის ევროპის ოფისის წევრია 2018 წლის პირველი ივნისიდან.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, აღნიშნული ცვლილება საქართველოს ტელეკომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროს შემდგომი განვითარების მიმართულებების დასახვისა და კოორდინირებული ქმედებებით მათ იმპლემენტაციის, ევროპის რეგიონული ინიციატივების კოორდინაციის პროცესში ჩართვის, ევროპის ქვეყნებთან ერთად, ერთიანი სამოქმედო გეგმის შემუშავების შესაძლებლობას მისცემს. ითქვა, რომ ITU-ს ევროპის რეგიონულ ოფისში გადაყვანით, საქართველო შეძლებს საკუთარი ICT-ის შემდგომი განვითარებისთვის აღნიშნული ორგანიზაციის ტექნიკური დახმარებების მიღებას, ასევე, რეგიონალურ სამუშაო შეხვედრებში, ტრენინგებში და სემინარებში მონაწილეობა-ჩატარებას.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მიერ ოფისის შეცვლა დადებითად შეაფასა ITU-ს დირექტორის მოადგილემაც. მისი თქმით, საქართველოს გადასვლა ევროპის ოფისში მნიშვნელოვანი ფაქტია, რაც რეგიონში სატელეკომუნიკაციო მიმართულებებს გააძლიერებს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი ასევე შეხვდა საერთაშორისო პროფესიული ორგანიზაციის „ინტერნეტის კავშირის" (ISOC) და საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაციის „დომენური სახელების და IP- მისამართების მართვის კორპორაციის" (ICANN) წარმომადგენლებს.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
35 წლის შემდეგ პირველად, შეერთებულმა შტატებმა ახალი ბირთვული ბომბის შემუშავების გადაწყვეტილება მიიღო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კემეროვოს რეგიონში An-12-ის ჩამოვარდნის შედეგად 19 ადამიანის დაღუპვის შესახებ განაცხადა
ქართველი პოეტი, მსახიობი, რეჟისორი საშა გველესიანი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა
მანილაში ტრამპის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები: პოლიციამ ასეანის სამიტის წინ თითქმის 300 ადამიანი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics