07:29 - 18 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-06 12:29:23, 1465 ნახვა

ეკონომიკა
კომპანია „PSP“ განახლებული საერთაშორისო სტანდარტის - ISO 9001:2015 სერთიფიკატის მფლობელი გახდა

კომპანია „PSP“-მ ევროპული საერთაშორისო ორგანიზაციების IQ Net და CSQ სასერტიფიკაციო აუდიტი წარმატებით გაიარა და განახლებული სტანდარტის ISO 9001:2015-ს მფლობელი გახდა.

წინამორბედი სტანდარტისგან განსხვავებით (ISO 9001:2008) ახალი ISO 9001:2015, სრულად  აგებულია კომპანიაში მიმდინარე პროცესების, რისკის მართვის პოლიტიკაზე.

პირველად ISO 9001:2008 სერტიფიკატი PSPპ-მ 2008 წელს მიიღო გერმანული სასერტიფიკაციო ორგანიზაცია TUV Rheinland-ის მიერ ჩატარებული აუდიტის შედეგად. ამ ნიშნით PSP  პირველი საააფთიაქო ქსელია დსთ-ს სივრცეში. 2008 წლიდან მოყოლებული PSP წარმატებით გადის ზედამხედველობით და სასერტიფიკაციო აუდიტებს და ახალი რეგულაციების კვალდაკვალ ნერგავს სიახლეებს ხარისხის მართვის მენეჯმენტში.

„პსპ 1994 წლიდან მომხმარებლისთვის ხარისხის გარანტია; როგორც მედიკამენტების, პროდუქციის, სერვისის, ასევე ხარისხის მართვის მიმართულებით. ჩვენი კომპანიის მთავარი საზრუნავი მომხმხარებელია, რომელსაც მუდმივად მხოლოდ გარანტირებული ხარისხის მედიკამენტებს ვთავაზობთ ყველაზე დაბალ ფასად. ამიტომ PSP დაარსებიდან მუდამ მხოლოდ ევროპის და მსოფლიოს წამყვან მწარმოებლებთან თანამშრომლობს, რომლებიც ფარმავეტული წარმოების საერთაშორისო სტანდარტის GMP-ს მიხედვით აწარმოებენ პრეპარატებს. ხარისხი ჩვენი მთავარი ორიენტირია. მუდმივად ვნერგავთ სიახლეებს, რომლებიც მთლიანად ფარმაცევტული დარგის განვითარებას ემსახურება“, - აცხადებენ პსპ-ში.

 

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
35 წლის შემდეგ პირველად, შეერთებულმა შტატებმა ახალი ბირთვული ბომბის შემუშავების გადაწყვეტილება მიიღო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კემეროვოს რეგიონში An-12-ის ჩამოვარდნის შედეგად 19 ადამიანის დაღუპვის შესახებ განაცხადა
ქართველი პოეტი, მსახიობი, რეჟისორი საშა გველესიანი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა
მანილაში ტრამპის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები: პოლიციამ ასეანის სამიტის წინ თითქმის 300 ადამიანი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics