|
2018-06-06 11:47:01, 10887 ნახვა
კულტურა
კონსერვატორიის მცირე დარბაზში ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი №1“-ის 10 წლის იუბილეს აღსანიშნავი კონცერტი გაიმართა
ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი №1“-ის 10 წლის იუბილეს აღსანიშნავი კონცერტი გამართა. ასევე დარბაზის ფოიეში მოეწყო ხელოვნების სკოლის სამხატვრო და გამოყენებითი ხელოვნების განყოფილების მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ ბავშვთა და მოზარდთა მხატვრულ-ესთეტიკურ აღზრდაში შეტანილი წვლილისათვის ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი №1“-ის პედაგოგები და სკოლის დირექტორი თამარ ახალია მადლობის სიგელებით დააჯილდოვა. კონცერტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით ჩატარდა.
(NS)
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)