|
2018-06-03 17:26:41, 1085 ნახვა
საზოგადოება
ისანში 14 ავტოფარეხის დემონტაჟის სამუშაოებს კახა კალაძე გაეცნო
ისნის რაიონში, ლეხ კაჩინსკის N9-ში მცხოვრები მოსახლეობის ინიციატივით, კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 14 ავტოფარეხის დემონტაჟი დაიწყო. აღნიშნულ მისამართზე ავტოფარეხების დემონტაჟის სამუშაოებს ისნის რაიონის გამგეობა უზრუნველყოფს. მიმდინარე პროცესის გასაცნობად ლეხ კაჩინსკის ქუჩა M9-ში დედაქალაქის მერი კახა კალაძე იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. „თქვენ იცით, რომ ძალიან საინტერესო წამოწყება გვაქვს ავტოფარეხების აღებასთან დაკავშირებით. ხედავთ, რომ ეს არის ძალიან ცუდი, პირდაპირ სიმახინჯეა და გვინდა, რომ მათ ადგილას, კონკრეტულ უბნებში სკვერები, სპორტული მოედნები გაკეთდეს. გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, მოსახლეობამ, ამხანაგობებმა უნდა მიიღონ, თუ რა ურჩევნიათ, მწვანე სივრცე თუ სპორტული მოედანი. თუ ორივე გამოდის, რა თქმა უნდა, ორივეს გავაკეთებეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე განცხადებით, ისნის რაიონში, სადაც 14 ავტოფარეხის დემონტაჟი დაიწყო, მოსახლეობამ სურვილი გამოთქვა, რომ მათ ნაცვლად, ტერიტორიაზე მწვანე სივრცე მოეწყოს „ისნის რაიონში მცხოვრები ადამიანები ჩვენს წამოწყებას გამოეხმაურნენ და გადაწყვეტილება მიიღეს, რომ აქ არსებული ავტოფარეხები დაიშალოს და მათ ადგილას მწვანე სივრცე - პატარა სკვერი გაკეთდეს. ეს იქნება მნიშვნელოვანი ქალაქისთვის იმიტომ, რომ უბნებში მწვანე სივრცეები იქმნება. აქ მცხოვრები ადამიანების საკუთრების ფასიც მოიმატებს, რადგან გარშემო ბევრი მწვანე სივრცე იქნება. მიხარია, რომ ამ მიმართულებით საზოგადოების თანადგომა და ჩართულობა არსებობს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა. კახა კალაძესთან ერთად, ავტოფარეხების დემონტაჟის სამუშაოებს ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე, საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ილია ჯიშკარიანი და პარლამენტის ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი აბუსერიძეც გაეცნენ. მერიის გადაწყვეტილებით, ლეხ კაჩინსკის ქუჩა N9-ში კორპუსის წინ არსებული ავტოფარეხების ნაცვლად, სკვერი მოეწყობა, საბავშვო ატრაქციონები დაიდგმება და ტერიტორია მთლიანად კეთილმოეწყობა.
(NS)
სატვირთო მანქანების სომეხი მძღოლები, რომლებსაც კონიაკი გადაჰქონდათ, დაახლოებით ერთი თვეა ლარსზე იმყოფებიან: რუსული მხარე ექსპერტის შეფასებას ითხოვს
ნიუ-დელიში გამართულ საპროტესტო აქციაზე ოპოზიციის ლიდერები დააკავეს
ფავლენიშვილი- უპრეცედენტო შემთხვევაა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, როდესაც ადამიანი თვითონ აცხადებს, რომ გახდა გაუპატიურების მსხვერპლი პენიტენციურ სისტემაში
ავთანდილ დავითაძე - ლევან იოსელიანი არა ხალხის და წამებული ადამიანის უფლებებს, არამედ ოცნების უფლებებს იცავს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)