|
2018-06-03 11:59:56, 1133 ნახვა
საზოგადოება
სოზარ სუბარმა და ქეთევან ციხელაშვილმა გიგა ოთხოზორიას მამის გარდაცვალების გამო ოჯახს სამძიმარი გამოუცხადეს
დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი გიგა ოთხოზორიას მამის პანაშვიდზე იმყოფებოდნენ და ოჯახს თანადგომა გამოუცხადეს. გიგა ოთხოზორიას მამის, ზურაბ ოთხოზორიას დაკრძალვის ხარჯებს, ზუგდიდის მერია სრულად დაფარავს. შეგახსენებთ, რომ 30 წლის გიგა ოთხოზორია, 2016 წლის 19 მაისს, აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, ხურჩა-ნაბაკევის გამშვებ პუნქტთან მოკლეს. მას შელაპარაკება მოუვიდა სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მდგომ ე.წ. მესაზღვრეებთან. კონფლიქტის თავიდან არიდების მიზნით, გიგა ოთხოზორიამ გამშვები პუნქტის ტერიტორია დატოვა და საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიისკენ გამოემართა. მას ე.წ. აფხაზი მესაზღვრეები დაედევნენ, მათ შორის, შეიარაღებული მესაზღვრე-რაშიდ კანჯი-ოღლი, რომელმაც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, გიგა ოთხოზორიას რამდენჯერმე ესროლა. აღნიშნულის შემდეგ, რაშიდ კანჯი-ოღლიმ წაქცეულ გიგა ოთხოზორიას, თავის არეში, საკონტროლო გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. არსებობს აღნიშნული შემთხვევის ამსახველი ვიდეო კადრებიც. გიგა ოთხოზორია მიყენებული ჭრილობების შედეგად, ზუგდიდის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ინციდენტის შემდეგ, რაშიდ კანჯი-ოღლი თანმხლებ პირებთან ერთად, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მიიმალა. 2017 წლის 31 მაისს, აფხაზეთის დე-ფაქტო სამხედრო პროკურატურამ, მტკიცებულებების არარსებობის მოტივით, გიგა ოთხოზორიას საქმის გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვიტა. 2017 წლის 7 მარტის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯი-ოღლი დამნაშავედ სცნეს და მას სასჯელის სახით 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. დღეის მდგომარეობით რაშიდ კანჯი-ოღლი ინტერპოლის წითელი ცირკულარის მეშვეობით იძებნება. აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება რაშიდ კანჯი-ოღლის საქართველოს ხელისუფლებისთვის გადაცემაზე უარს აცხადებს.
(NS)
სატვირთო მანქანების სომეხი მძღოლები, რომლებსაც კონიაკი გადაჰქონდათ, დაახლოებით ერთი თვეა ლარსზე იმყოფებიან: რუსული მხარე ექსპერტის შეფასებას ითხოვს
ნიუ-დელიში გამართულ საპროტესტო აქციაზე ოპოზიციის ლიდერები დააკავეს
ფავლენიშვილი- უპრეცედენტო შემთხვევაა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, როდესაც ადამიანი თვითონ აცხადებს, რომ გახდა გაუპატიურების მსხვერპლი პენიტენციურ სისტემაში
ავთანდილ დავითაძე - ლევან იოსელიანი არა ხალხის და წამებული ადამიანის უფლებებს, არამედ ოცნების უფლებებს იცავს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)