|
2018-06-02 16:19:32, 1068 ნახვა
საზოგადოება
„4 ივნისს მეტროს სრულმასშტაბიანი პარალიზება მოხდება“ - მემანქანეები უვადო გაფიცვას და შიმშილობას იწყებენ
მეტროპოლიტენის თანამშრომლები 3 ივნისს, 15:00 საათზე, გლდანის დეპოში, სასამართლოს გადაწყვეტილების ფარგლებში უვადო გაფიცვას და შიმშილობას იწყებენ. როგორც დამოუკიდებელი პროფკავშირის „ერთობა 2013“-ის მიმართვაშია აღნიშნული, თუ მეტროს მემანქანეების ანაზღაურება არ გაიზრდება, 4 ივნისს, მეტროპოლიტენის სრულმასშტაბიანი პარალიზება მოხდება. „ერთობა 2013“-ის განცხადებას „ექსპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ: „შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, გვინდა გაგაცნოთ საზოგადოებას "ერთობა 2013"-ის სამოქმედო გეგმა და შემდგომი ნაბიჯები! თქვენთვის უკვე ცნობილია, რაოდენ მძიმე და ურთულესი აღმოჩნდა სამართლიანობის პრინციპით იმ უფლების რეალიზება, რასაც ჩვენი კონსტიტუცია და შრომის კოდექსი გვანიჭებს. გაფიცვის არსზე და მის ფუნდამენტურ მნიშვნელობაზე არაერთი ითქვა და დაიწერა კომპეტენტური ადამიანების მიერ, რომლის შესაბამისად გამოყენების შესაძლებლობაც მოსამართლემ მეტროს მემანქანეებს ფაქტობრივად ერთი ხელის მოსმით მოგვისპო. მოსამართლის პირველი გადაწყვეტილების მოქმედების ვადა, რომლის შედეგად მოხდა გაფიცვის თარიღის გადადება 3 - ივნისამდე, იწურება და "ერთობა 2013"-ს ეძლევა იმ საგაფიცვო მოქმედებების წარმოების შესაძლებლობა, რომელიც 3-მაისიდან იყო დაანონსებული. მოგვიანებით, იგივე მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება სამუშაო საათებში „ერთობა 2013“-ის ელ. მატარებლების მემანქანეთა გაფიცვის უფლების განუსაზღვრელი ვადით შეზღუდვის თაობაზე. როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, სასამართლოს განჩინებაში ვკითხულობთ, რომ მოსამართლე მემანქანეებს არასამუშაო საათებში გვანიჭებს გაფიცვის რეალიზების უფლებას. ჩვენს წინააღმდეგ მიღებული უკანონო, უსამართლო და არაკონსტიტუციური გადაწყვეტიელებების მიუხედავად, მოგახსენებთ, რომ „ერთობა 2013“ ემორჩილება სასამართლოს გადაწყვეტილებას რომელიც მემანქანეებს მიუთითებს არასამუშაო დროს გაფიცვაზე, ხოლო სხვა პოზიციებზე დასაქმებულ ჩვენს წევრებს აძლევს გაფიცვის გამოყენების უფლებას. ეს ნიშნავს, იმას, რომ მემანქანეები საკუთარი დასვენების დროის ხარჯზე გავიფიცებით და შემდეგი ცვლისთვის მომზადების ნაცვლად დასვენების დროს სრულად გამოვიყენებთ გაფიცვის უფლების რეალიზებისთვის. აქვე გვინდა ვთქვათ, რომ დასვენება და სამუშაო ცვლისთვის მომზადება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მემანქანეებისთვის. ამდენად, მოსამართლის გადაწყვეტილების აღსრულება და დასვენების დროს გაფიცვა მემანქანეთა ფიზიკურ მდგომარეობაზე ავტომატურად მოახდენს გავლენას, რამდენადაც თითოეული მათგანი ცვლამდე ვერ მოახერხებს დასვენებას და შესაბამის მდგომარეობაში სამუშაო ადგილებზე გამოცხადებას. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ დასვენების დროს საგაფიცვო რეჟიმში ყოფნის გამო, გარკვეული პერიოდის შემდგომ ფიზიკურად ვეღარ შევძლებთ ქალაქისა და მოსახლეობის მომსახურებას ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, რაზეც სრულ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ ქალაქ თბილისის სატრანსპორტო კომპანიას. ჩვენის მხრივ ვაცხადებთ, რომ ჩვენ მოვემსახურებით ქალაქის მოსახლეობას პასუხისმგებლობით, ვიდრე ჩვენ საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობა მოგვცემს ამის შესაძლებლობას. მოსამართლის მიერ მიღებული განჩინებით კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა შინაგანაწესის ის უმნიშვნელოვანესი დებულება, რომელიც მემანქანის სამსახურში გამოცხადებას, სწორედ რომ დასვენებულ მდგომარეობაში გულისხმობს, რაც პრობლემად არ მიიჩნია ჩვენმა დამსაქმებელმა. ამდენად, ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, "ერთობა 2013"-ი კვირას, 3 ივნისს, 15:00 საათზე, გლდანის დეპოში, სასამართლოს გადაწყვეტილების ფარგლებში იწყებს უვადო გაფიცვას შიმშილობასთან ერთად, რომელიც 4 ივნისს მეტროს სრულმასშტაბიან პარალიზებას გამოიწვევს, იმ ადეკვატური და სამართლიანი მოთხოვნით, რაც მეტროპოლიტენში დასაქმებულთა ანაზღაურების გაზრდას ითვალისწინებს. ყველა იმ შემთხვევაზე, რაც გამოიწვევს ჩვენი თანამოქალაქეების დისკომფორტს ან საფრთხეს შეუქმნის რომელიმე სასიცოცხლო მნიშვნელობის უწყების ფუნქციონირებას, პასუხისმგებლობას სრულად ვაკისრებთ დამსაქმებელს და ყველა იმ სუბიექტს, რომელთაც ამ დავის უმტკივნეულოდ გადაწყვეტა ხელეწიფებოდათ. კიდევ ერთხელ მივმართავთ ხელმძღვანელობას!!! - ჯერ კიდევ არის იმის დრო, ყურად იღოთ დასაქმებულთა მოთხოვნების არსი და მოგვცეთ იმისი საშუალება, ჩვეულ რიტმში შევძლოთ ჩვენი საზოგადოების მომსახურება, რასაც დღემდე ღირსეულად და სიამაყით ვახორციელებთ. - დააფასეთ ჩვენი შრომა და თქვენც დაფასდებით!!! და ბოლოს, მეტროს თანამშრომელთა სახელით ყველა თანამოქალაქეს ბოდიშს გიხდით დისკომფორტისათვის და იმ მნიშვნელოვანი სიკეთის ვერ შესრულებისთვის, რასაც მიწისქვეშა ტრანსპორტით გადაადგილება ჰქვია. ასევე მადლობა მთელი ამ დროის მანძილზე გამოხატული მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის. ჩვენ თქვენი მხარდაჭერა ამ გადამწყვეტ მომენტში განსაკუთრებულად გვჭირდება. ჩვენ ერთად შევქმნით ჯანსაღ გარემოს მშრომელთა უფლებების დასაცავად უკეთესი ქვეყნისა და ქალაქისათვის!!!“, - ნათქვამია „ერთობა 2013“-ის მიმართვაში.
სატვირთო მანქანების სომეხი მძღოლები, რომლებსაც კონიაკი გადაჰქონდათ, დაახლოებით ერთი თვეა ლარსზე იმყოფებიან: რუსული მხარე ექსპერტის შეფასებას ითხოვს
ნიუ-დელიში გამართულ საპროტესტო აქციაზე ოპოზიციის ლიდერები დააკავეს
ფავლენიშვილი- უპრეცედენტო შემთხვევაა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, როდესაც ადამიანი თვითონ აცხადებს, რომ გახდა გაუპატიურების მსხვერპლი პენიტენციურ სისტემაში
ავთანდილ დავითაძე - ლევან იოსელიანი არა ხალხის და წამებული ადამიანის უფლებებს, არამედ ოცნების უფლებებს იცავს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)