|
2018-06-02 12:28:11, 704 ნახვა
რეგიონი
ბათუმი შავი ზღვის ფლებოლოგთა პირველ საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს
ბათუმი, ანგიოლოგიისა და სისხლძარღვთა ქირურგიის ასოციაციისა და ფრანგული ფარმაცევტული კომპანია “სერვიეს” ორგანიზებით, შავი ზღვის ფლებოლოგთა პირველ საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. შეხვედრა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა გახსნა, ზაალ მიქელაძემ კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. შეხვედრაში ქართველ სისხლძარღვთა სპეციალისტებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიო რანგის უცხოელი ექსპერტები, მათ შორის, საერთაშორისო დონეზე ცნობილი პროფესორი, სისხლძარღვთა ქირურგი, ევროპის ვენური ფორუმის პრეზიდენტი ენდრიუ ნიკოლაიდესი და შავი ზღვის აუზის ქვეყნებში მოღვაწე პროფესიონალები. შეხვედრა ეძღვნება ანგიოლოგიისა და სისხლძარღვთა ქირურგიის დარგში არსებული უახლესი მტკიცებულებებისა და პრაქტიკული მიღწევების განხილვას, მათ შორის მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა ისეთი აქტუალური და მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული დაავადებების მიმოხილვას, როგორიცაა ქრონიკული ვენური დაავადება და ვენური თრომბოზი. შეხვედრის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ მოისმინონ და დაესწრონ საინტერესო სესიებს, მონაწილეობა მიიღონ ვორქშოფებში და აქტიურად ჩაერთონ დისკუსიაში ცნობილ ექსპერტებთან. შავი ზღვის საერთაშორისო ფლებოლოგთა შეხვედრა არის პირველი პრეცედენტი, როდესაც სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ფლებოლოგიის დარგში აღნიშნული არეალის - შავი ზღვის აუზის ქვეყნების მონაწილეობით იმართება და მასში მსოფლიო დონის წამყვანი ექსპერტები არიან ჩართულნი. მნიშვნელოვანია, რომ ეს შეხვედრა საფუძველი გახდა შავი ზღვის ფლებოლოგთა ასოციაციის ჩამოყალიბების პროფ. ზაზა ლაზარაშვილის თაოსნობით. იორგანიზატორების რწმენით, შეხვედრა უდავოდ დიდ წვლილს შეიტანს ამ დარგის და ქრონიკული ვენური დაავადების მართვის პრაქტიკის გაუმჯობესებაში. ღონისძიების მხარდამჭერია აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. კონფერენცია ხვალ დასრულდება.
(NS)
საფრანგეთში მომიტინგეებმა უსაფრთხოების ძალებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს - დაიჭრენ პოლიციელები - ვიდეო
გერმანიაში ახალგაზრდების მასობრივ საპროტესტო აქციებს არეულობა და ძარცვა მოჰყვა
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
ტრამპი: აშშ-ს ირანში კიდევ ერთი ან ორი სამიზნე აქვს გასანადგურებელი
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)