|
2015-05-28 11:41:43, 1082 ნახვა
პოლიტიკა
მაია ცქიტიშვილი „ქართული ოცნების“ შეფასების ანგარიშში მოცემულ გარკვეულ შენიშვნებს არ იზიარებს
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი მაია ცქიტიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების „ქართული ოცნების“ ორ წლიანი მმართველობის ანგარიშში მოცემულ გარკვეულ შენიშვნებს არ იზიარებს. როგორც ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, არ ეთანხმება მოსაზრებს არაფორმალური მმართველობის თაობაზე. გარდა ამისა, მაია ცქიტიშვილი არ იზიარებს არასამთავრობოების შენიშვნას მთავრობაში კოორდინაციის პრობლემასთან დაკავშირებით. „ჩვენ საკმაოდ ბევრი გავაკეთეთ საჯარო სამსახურის რეფორმირების პროცესში ესეც არის ერთ-ერთი შენიშვნა, რაც არის ანგარიშში და რომელსაც ჩვენ არ ვიზიარებთ. ძალიან ვაფასებთ იმ შესაძლებლობას, რაც არასამათვრობოებმა მოგცეს, რომ გაგვეხილა წინასწარ, სანამ პრეზენტაცია იქნებოდა, შესაბამისად არასამთავრობოებთან ძალიან კარგი შეხვედრები გვქონდა და ჩვენ ასევე მოვამზადეთ კომენტარები ამ ანგარიშზე. მთავრობაში კოორდინაცის პრობლემასთან დაკავშირებით შენიშვნას არ ვიზიარებთ, დღეს ქვეყანას ინსტიტუტები მართვენ და არა კონკრეტული პიროვნებები, როგორც ეს სამწუხაროდ გვქონდა. ვფიქრობთ კოორდინირებულია მთავრობა, უწყვეტად მუშაობენ, გამართულად მიმდინარებს მუშაობა“,-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. ანგარიშის ცალკეული თავები მოამზადეს არასამთვრობო ორგანიზაციებმა: ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა, ადამიანის უფლებათა ცენტრმა, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა, იდენტობამ, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა, კონსტიტუციის 42-მუხლმა, მრალფეროვანმა საქართველომ, მწვანე ალტერნატივამ, პარტიორობა ადამიანის უფლებებისთვის, საერთაშორი გამჭვირვალობა საქართველო, სამოქალაქო განვითარების სააგენტო, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საქართველოს რეფორმების ასოციაციამ და ფონდ ღია საზოგადოება საქართველომ. ცნობისთვის, საქართველოში მოღვაწე 12 არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პირველ ორ წელს აფასებს. კონფერეცია „თბილისი მარიოტში“ ამ წუთებში მიმდინარეობს. შემაჯამებელი ანგარიში საჯარო პოლიტიკის 20-ზე მეტ სფეროს ეხება.
მას შემდეგ რაც რეჟიმმა კომუნალური გადასახადები გააძვირა ხარჯი 6.5%-ით გაიზარდა, სურსათის ჯგუფში კი ფასები 7.5%-ით არის გაზრდილი
ოცნების პარლამენტის წევრი: აშშ-სთან ურთიერთობები ეტაპობრივად აღდგება
სამართალდამცველებმა 1 კილოგრამამდე „კოკაინი" ამოიღეს
კობახიძე ერევანში ოფიციალურ მიღებას დაესწრო, დღეს კი სამიტზე სიტყვით გამოვა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)