|
2018-05-29 18:47:23, 1025 ნახვა
სამხედრო
კადეტებს სასწავლებლის დასრულება თავდაცვის მინისტრმა მიულოცა
სსიპ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი 67-მა კადეტმა დაამთავრა, რომელთაგან 3 ოქროსა და 5 ვერცხლის მედლის კანდიდატია. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათ ლიცეუმის გამოსაშვები გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად ემზადებიან. კურსდამთავრებულთა უმრავლესობა სწავლას ეროვნული თავდაცვის აკადემიაში განაგრძობს. მეშვიდე, 2018 წლის გამოშვების დამთავრება ლიცეუმის სამწყობრო მოედანზე საზეიმო ცერემონიალით აღინიშნა. კადეტებს სასწავლო წლის დასრულება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა მიულოცეს. ლევან იზორიამ და გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ კურსდამთავრებულებს წარმატებები უსურვეს და მათ მშობლებსა და პედაგოგებს მადლობა გადაუხადეს. სიტყვით მიმართვისას, თავდაცვის მინისტრმა ყურადღება სამხედრო მოსამსახურისთვის განათლების მნიშვნელობასა და ლიცეუმში სწავლის ხარისხზე გაამახვილა. ღონისძიება დაჯილდოებით გაგრძელდა. ლევან იზორიამ კადეტთა სამხედრო ლიცეუმის სამი სამხედრო მოსამსახურე უწყებრივი მედლებით დააჯილდოვა, წარჩინებულ კადეტებს კი სერტიფიკატებთან ერთად, ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. კადეტები ლიცეუმის კაპელანმა, დეკანოზმა დავითმა დალოცა. მოგვიანებით თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა დაწყებითი სამხედრო მომზადების ცენტრში გადაინაცვლეს და სასწავლო ინფრასტრუქტურა, ასევე, რობოტექნიკის გამოფენა და კადეტების ნამუშევრები დაათვალიერეს. სსიპ კადეტთა სამხედრო ლიცეუმი 2010 წლის 2 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის მინისტრის №515 ბრძანებით ქალაქ ქუთაისში დაფუძნდა. 2014 წლის 15 სექტემბერს ლიცეუმს ,,გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელი“ მიენიჭა. ლიცეუმში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საბაზო საფეხურის ვაჟები ირიცხებოდნენ. 2016 წლიდან კი ლიცეუმში სწავლის შესაძლებლობა გოგონებსაც მიეცათ. ამჟამად ლიცეუმში სწავლობს 260 კადეტი, მათ შორის 31 გოგონა. კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ახალი სასწავლო წლისთვის საბუთების მიღება 18 ივნისს დაიწყება და 29 ივნისამდე გაგრძელდება.
(NS)
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)