|
2018-05-29 18:17:23, 856 ნახვა
რეგიონი
აჭარაში არსებული რამდენიმე ტურისტული-საინფორმაციო ცენტრი ვიზიტორებს 24 საათის განმავლობაში მოემსახურება
აჭარის ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრებში სერვისის ამაღლების მიზნით ტრენინგები ტარდება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული-საინფორმაციო ცენტრების თანამშრომლებს თეორიულ-პრაქტიკული სწავლება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში უტარდებათ, როგორებიცაა მომხმარებლებთან ეფექტური კომუნიკაციის პრინციპები, ტურისტებთან მომსახურების საერთაშორისო სტანდარტები, გაყიდვების ძირითადი პრინციპები, გაყიდვების ფილოსოფია, პროდუქტების პოზიციონირების მეთოდები და სხვა მნიშვნელოვანი თემები, რომლებიც აუცილებელია ტურისტებთან ეფექტური კომუნიკაციის წარმოებისთვის. ტრენინგის მონაწილეებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი შეხვდა და მათ თავიანთი საქმიანობის მნიშვნელობაზე ესაუბრა. 1 ივნისიდან რეგიონში არსებული 9-ვე საინფორმაციო-ტურისტული ცენტრი, მათ შორის სამი - საბაგიროსთან, აეროპორტსა და ბათუმი ცენტრალში 24 საათის განმავლობაში მოემსახურება ტურისტებს. ცენტრების თანამშრომლებს კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ტრენინგები ყოველწლიურად უტარდებათ. „ძალიან დიდია წლის განმავლობაში ტურისტების მომართვიანობა ჩვენს საინფორმაციო-ტურისტულ ცენტრებში. მაგალითად, გასულ წელს 90 000-მდე სტუმარმა ისარგებლა ცენტრის სერვისებით და ეს ციფრი ყოველწლიურად მზარდია. წელს, ჩვენ მომზადებული ვხვდებით ზაფხულის ტურისტულ სეზონს. ყველა ტურისტულ ცენტრში ტურისტებს შეეძლებათ ამომწურავი ინფორმაციის მიღება აჭარაში არსებული ზღვისა და მთის ტურისტული პროდუქტების, მარშრუტების, ღირსშესანიშნაოებებისა თუ სხვა რეგიონში მოგზაურობისთვის საჭირო საკითხების შესახებ. ტურისტული-საინფორმაციო ცენტრები არის ერთ-ერთი მთავარი რგოლი ტურისტებთან ურთიერთობისას და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, თითოეული ტურისტი ვინც მოგვმართვას იყოს კმაყოფილი და მაქსიმალურად ინფორმირებული რეგიონის ტურისტული პოტენციალის შესახებ“, - გაანცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.
(NS)
საფრანგეთში მომიტინგეებმა უსაფრთხოების ძალებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს - დაიჭრენ პოლიციელები - ვიდეო
გერმანიაში ახალგაზრდების მასობრივ საპროტესტო აქციებს არეულობა და ძარცვა მოჰყვა
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
ტრამპი: აშშ-ს ირანში კიდევ ერთი ან ორი სამიზნე აქვს გასანადგურებელი
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)