|
2018-05-26 15:18:39, 949 ნახვა
რეგიონი
ბათუმში პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილე აღნიშნეს
საქართველოს დამოუკიდებლობის და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილე საზეიმოდ აღინიშნა აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში. 26 მაისის საიბულეო ღონისძიებებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად დაესწრო. ბათუმში სადღესასწაულო ღონისძიები საოცრებათა პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. მოეწყო მსვლელობა, სამხედრო ტექნიკის გამოფენა, საქართველოს დამოუკიდებლობის 1918-1921 წლების ამსახველი ფოტო გამოფენა, ლიტერატურული პერფორმანსი, საბავშვო ღონისძიებები, სპორტული აქტივობები, ადგილობრივი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ანბანის კოშკის მიმდებარედ დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქტივობას გაეცნო, მათ შორის ბათუმში დაგეგმილი ჭადრაკის მსოფლიო ოლიმპიადის შესახებ გამართულ პერფორმანს. ზურაბ პატარაძემ 26 მაისი მიულოცა რეგიონისა და ქვეყნის მოსახლეობას და ამ უდიდესი თარიღის მნიშვნელობას ხაზი. ,დღეს ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე ამაღლებული და საამაყო დღეა. საქართველო დამოუკიდებლობის აღდგენის დღესთან ერთად პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ზეიმობს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან თარიღი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ეს არის ჩვენი დემოკრატიული ღირებულებებისაკენ, ევროპული ოჯახისაკენ სწრაფვა. ამ დღეს განსაკუთრებული პატივითა და მოწიწებით მინდა მოვიხსენიო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირები. კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, გისურვებთ ერთიან, ძლიერ და წარმატებულ ქვეყანაში ცხოვრებას!" - აღნიშან მილოცვაში ზურაბ პატარაძემ. ანბანის კოშკთან გამართულ ღონისძიებებს შემოუერთდა საერთაშორისო ფესტივალის „ოქროს დელფინის" მონაწილეები, რომლის ფარგლებშიც ბათუმს 13 ქვეყნის 18 შემოქმედებითი ჯგუფი სტუმრობს. ღონისძიებები მთელი დღრის მანძილზე გაგრძელდება, გაიმართება სპორტული აქტივობები, ფლეშ მობი და საზეიმო კონცერტი. საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილე საზეიმოდ აღინიშნა ქვეყნის მასშტაბით. საიუბილეო თარიღი წელს 300-ზე მეტი სადღესასწაულო ღონისძიებით აღინიშნება. 26 მაისი საზეიმოდ აღინიშნა ასევე აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში.
(NS)
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)