19:08 - 16 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-26 14:56:07, 729 ნახვა

რეგიონი
თელავში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავი აღინიშნება

საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილე, სხვა ქალაქებთან ერთად, თელავში აღინიშნება.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, თელავის ცენტრში ღვინის ფესტივალი იმართება, რომელშიც 30-მდე ღვინის კომპანია და მცირე მონაწილეობს.

თელავში საზეიმო ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები იური ნოზაძე და სოლომონ პავლიაშვილი, ასევე ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეები ანდრო ასლანიშვილი და ლევან მეხუზლა დაესწრნენ. ისინი კახეთის გუბერნატორთან, ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად გაეცნენ ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილ კომპანიებს.

ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილია ღვინისა და ვაზის კულტურის ისტორიასა და ტრადიციებთან დაკავშირებული ვიზუალური მასალა, სხვადასხვა თემატური ფოტოსტენდი,  ქართული ვაზის ჯიშების თეატრალიზებული წარმოდგენა. სპეციალურად მოწყობილ სივრცეში გაიმართა შემეცნებითი ლექცია, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მაოდგილე ლევან მეხუზლა უძღვებოდა, აქვე გაიმართა სამეცნიერო დოკუმენტურის ფილმის „საქართველოს ღვინის აკვანი" ჩვენება.

ქალაქის ცენტრში მოწყობილ ღვინის მოედანზე მთელი დღის მანძილზე გაგრძელდება ქართული ღვინის გამოფენა-გაყიდვა. 

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თელავის ცენტრალურ მოედანზე წარმოდგენილია ასევე სამხედრო ტექნიკა. აქვე იმართება ხელნაკეთი აქსესუარებისა და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა.  ბავშვებისთვის მოეწყო გასართობი პროგრამა მხიარული სტარტებითა და სპორტულ-მუსიკალური შეჯიბრებებით.

მთელი დღის მანძილზე ტარდებოდა კონცერტები, რომლებშიც მონაწილეობას ადგილობრივ შემსრულებლებთან ერთად, თელავთან დამეგობრებული სხვადასხვა ქალაქის ფოლკლორული ანსამბლები იღებდნენ.

ღონისძიება საღამოს გალა-კონცერტითა და გრანდიოზული „ფოერვერკით" დასრულდება, რომელშიც მონაწილეობას ანსამბლები „ქართული ხმები", „ქუჩის ბიჭები", „ფრანი" და მომღერალი ნინი ქარსელაძე  მიიღებენ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს თბილისში, თელავსა და ფოთში წარმოადგენს.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი: საქართველო რუსეთთან არა მხოლოდ ტურიზმით, არამედ მთელი ეკონომიკით არის დაკავშირებული
ბოჭორიშვილი: საქართველოს შესახებ არსებული ნარატივები რეალობას არ ასახავს; შეხედეთ ციფრებს
გრიგოლ ლილუაშვილს, 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
აშშ-ის სასამართლომ საქართველოს ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის პროექტისთვის ENKA-სთვის 350 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics