10:33 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-27 12:06:39, 439 ნახვა

პოლიტიკა
ნოდარ ხადური: "ნაციონალური მოძრაობიდან" წასულ 4 ადამიანს დარწმუნებული ვარ, ბევრი გაყვება

""ნაციონალური მოძრაობიდან" წასულ 4 ადამიანს დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი გაყვება, ოღონდ სხვადასხვა მიმართულებით",-ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს განუცხადა.

რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრების დღევანდელ განცხადებას, რომ არსებობს რეალური საფრთხე, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში  უმრავლესობით პრო-რუსული ძალები მოვიდნენ,  ხადურის თქმით,  პოლიტიკური ძალა,  რომელიც 2012 წლიდან ქვეყანას მართავს, პროევროპულია.

"ჩვენი პოლიტიკური ძალა,  რომელიც ქვეყანას მართავს 2012 წლი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, არის ევროპული, პროევროპული და ჩვენი ორიენტაცია არის ევროპა. ჩვენ ეს არაერთხელ არა მარტო სიტყვით, არამედ საქმითაც დავამტკიცეთ. რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობიდან" წასულ 4 ადამიანს, დარწმუნებული ვარ, რომ მათ ბევრი გაყვება, ოღონდ სხვადახვა მიმართულებით",-განაცხადა ნოდარ ხადურმა.

ცნობისთვის, პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" სულ 4-მა ადამიანმა- გოგა ხაჩიძემ, ზურაბ ჯაფარიძემ, გიორგი მელაძემ, პავლე კუბლაშვილმა დატოვა. ისინი ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნას გეგმავენ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა
საკრუიზო გემზე MV Hondius ჰანტავირუსის აფეთქების შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა
ტრამპი ჰორმუზის სრუტეში ჩარჩენილი გემების და ტანკერების გათავისუფლების ოპერაციას იწყებს
OPEC+-ის შვიდმა ქვეყანამ ნავთობის მარაგების გაზრდის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics