|
2018-05-25 16:50:16, 1336 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს თბილისში, თელავსა და ფოთში წარმოადგენს
საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ თბილისში, თელავსა და ფოთში დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები: • თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მეოცე საუკუნის დასაწყისში „მუშტაიდის პარკში“ არსებული ბაზრობა გაცოცხლდება, სადაც თეატრალიზებული წარმოდგენა გაიმართება. თბილისის ცენტრალურ გამზირზე წარმოდგენილი იქნება „ლაღიძის კაფე“, სადაც დამთვალიერებელს ძველი თბილისის საფოსტო მარკების და სუვენირების კუთხის დათვალიერების შესაძლებლობა ექნება. სამინისტროს სტენდზე წარმოდგენილი იქნება სახელმწიფო პროექტების ფარგლებში დაფინანსებული აგრარული მიმართულების საწარმოებისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ წარმოებული პროდუქცია - თაფლი და თაფლის პროდუქტები, ღვინო და ყველის ნაირსახეობა, ჩაი, დეკას ჩაი, ჩურჩხელა, ბადაგი, თხილი, სუბლიმირებული ხილი, ხილის ჩირი, მოცვი, სხვადასხვა სახის კომპოტი და წვენი, ჯემებისა და მურაბების ნაირსახეობა. სპეციალურად ამ დღისთვის, რუსთაველის გამზირზე ეროვნული საშენი მეურნეობა მწვანე კუთხეს მოაწყობს, სადაც ენდემური და „წითელი ნუსხის“ სახეობები იქნება წარმოდგენილი. • თელავში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, ღვინის ფესტივალი გაიმართება. ღვინის მწარმოებელი კომპანიები საკუთარ პროდუქციას შესთავაზებენ ღონისძიების სტუმრებს; ცნობილი მეღვინეები და სომელიეები ღვინის წარმოების ისტორიის შესახებ ლექციებს წაიკითხავენ და სტუმრებს ღვინის დაგემოვნების წესებს ასწავლიან. ნაჩვენები იქნება 100 წლიანი ისტორიის შესახებ დოკუმენტური ფილმი. • ქალაქ ფოთში, დამოუკიდებლობის 100 წლისთავის აღსანიშნავად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ საქართველოს დაცული ტერიტორიების ვირტუალური რეალობის სივრცე მოეწყობა. აღნიშნულ სივრცეში შესაძლებელი იქმნება ალგეთის (ბირთვისი), ვაშლოვანის, მაჭახელას, ოკაცეს კანიონის, კოლხეთის (პალიასტომი) მარტვილის კანიონისა და მტირალას დათვალიერება. სპეციალურად ამ დღისთვის მოწყობილ ღია კინოთეატრში ბავშვებისთვის ქართული ანიმაციური ფილმები იქნება ნაჩვენები. ფოთში იგეგმება ასევე, საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნის ისტორიული დერეფნის მოწყობა.
(NS)
მაჭავარიანი – ვერც რევოლუციას მოგვიწყობენ, ვერც ოპოზიციისთვის ჩატარებული კამპანიებით მოგვიგებენ არჩევნებს
ტრამპმა ირანთან ომის დროს ლოს-ანჯელესისა და სან-დიეგოს განადგურება დაუშვა
Le Figaro: საფრანგეთში სკოლებში გამართული საპროტესტო აქციების გამო 1.8 ათასი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
კახეთში ყურძენი 13 200-მდე მევენახემ დააბინავა, მათი მოსავლის 99% მაღალი და საშუალო ხარისხისაა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)