|
2018-05-25 15:15:15, 1254 ნახვა
საზოგადოება
დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე თელავში საზეიმოდ აღინიშნება
საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის დაარსების 100 წლის საიუბილეო თარიღის ერთ-ერთი მასპინძელი ქალაქი თელავი იქნება. ღონისძიებები თელავის ცენტრალურ მოედანზე 26 მაისს 12.00 საათზე დაიწყება, სადაც წარმოდგენილი იქნება სამხედრო ტექნიკა. აქვე გაიმართება ხელნაკეთი აქსესუარებისა და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა, მოეწყობა ქართული ღვინის მოედანი, სადაც დღის განმავლობაში გაგრძელდება ქართული ღვინის გამოფენა-გაყიდვა. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, თელავის ცენტრში ღვინის ფესტივალიც გაიმართება, სადაც კომპანიები საკუთარ პროდუქციას ადგილობრივ და უცხოელ სტუმრებს დააგემოვნებინებენ. ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ღვინისა და ვაზის კულტურის ისტორიასა და ტრადიციებთან დაკავშირებული ვიზუალური მასალა, სხვადასხვა თემატური ფოტოსტენდი, გაიმართება ქართული ვაზის ჯიშების თეატრალიზებული წარმოდგენა, შემეცნებითი ლექცია და სამეცნიერო დოკუმენტურის ფილმის „საქართველოს ღვინის აკვანი" ჩვენება. ბავშვებისთვის დაგეგმილია გასართობი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც გაიმართება მხიარული სტარტები, სპორტული და მუსიკალური შეჯიბრებები. მთელი დღის მანძილზე გაიმართება კონცერტები, რომლებშიც მონაწილეობას ადგილობრივ შემსრულებლებთან ერთად, მიიღებენ თელავთან დამეგობრებული სხვადასხვა ქალაქის ფოლკლორული ანსამბლები. ღონისძიება საღამოს გალა-კონცერტითა და გრანდიოზული „ფოერვერკით" დასრულდება, რომელშიც მონაწილეობას ანსამბლები „ქართული ხმები", „ქუჩის ბიჭები", „ფრანი" და მომღერალი ნინი ქარსელაძე მიიღებენ.
(NS)
მაჭავარიანი – ვერც რევოლუციას მოგვიწყობენ, ვერც ოპოზიციისთვის ჩატარებული კამპანიებით მოგვიგებენ არჩევნებს
ტრამპმა ირანთან ომის დროს ლოს-ანჯელესისა და სან-დიეგოს განადგურება დაუშვა
Le Figaro: საფრანგეთში სკოლებში გამართული საპროტესტო აქციების გამო 1.8 ათასი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
კახეთში ყურძენი 13 200-მდე მევენახემ დააბინავა, მათი მოსავლის 99% მაღალი და საშუალო ხარისხისაა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|






epn.ge (@expressnews.ge)