|
2018-05-24 17:38:08, 1657 ნახვა
საზოგადოება
საქართველო მე-7 ადგილზეა იმ ქვეყნების სიაში, რომლებიც საბანკო მავნე პროგრამების თავდასხმას განიცდიან
2018 წლის იანვარ-მარტში მომხმარებელთა 1.4% პროცენტი იდგა იმის საშიშროების ქვეშ, რომ მათი მოწყობილობები ინფიცირებულიყვნენ საბანკო მავნე პროგრამებით. ამიტომაც მაჩვენებლებში ქვეყანამ დაიჭირა მე-7-ე ადგილი, მაშინ როცა 2017 წელში საქართველო არ შედიოდა საბანკო მავნე პროგრამებით შეტევადაქვემდებარებული ქვეყნების ათეულშიც კი. ამის შესახებ მოწმობს კომპანია „კასპერსკის ლაბორატორიის“ მონაცემები, რომლებიც მიღებული იქნა Kaspersky Security Network (KSN) დახმარებით: მსოფლიოს მასშტაბით მომხმარებლებზე თავდასხმის ლიდერი საბანკო მავნე პროგრამებს შორის იყო ტროიანული ოჯახის პროგრამები ZeuS (ან Zbot) ოჯახი, რომელზეც მოდის იფიცირების მცდელობების 28% -ი, შემდეგ მოდის გამომძალველი-საბანკო ტროიანული ოჯახი Nymaim - 20.3%, შემდეგ კი Caphaw (15.2%) და ბოლოს SpyEye (11.9%), სხვა მავნე პროგრამათა წილი (ძირითადად ტროიანული პროგრამების) 5% -ზე ნაკლებია. „ის, რომ საქართველო მოხვდა საფრთხეშემცველი პროგრამებით ინფიცირების მცდელობის მაღალი მაჩვენებლების მქონე ქვეყნების სიაში, გასაკვირი არ არის: ბოროტმოქმედები არა თუ ხვეწენ სხვისი ფულებით გამოკვებულ თავიანთ ტექნოლოგიებს, არამედ აფართოებენ კიბერმოღვაწეობის გეოგრაფიულ არეალსაც. მათგან თავის დაცვა და დანაკარგების შემცირება შიძლება მხოლოდ ინფორმაციული უსაფრთხოების წესების დაცვით, როგორც ინდივიდიალურ, ასევე კორპორატიულ სფეროში. ხოლო ამ წესებიდან მთავარია მოწყობილობებზე და კომპიუტერულ ქსელებში ეფექტური და მუდმივად განახლებული ანტივირუსული პროგრამებისა და სხვა ინფორმაციული უსაფრთხოების გადაწყვეტილებების დაყენება და მუდმივი განახლება“, - აღნიშნავს „კასპერსკის ლაბორატორიის“ კიბერუსაფრთხოების ექსპერტი და „კასპერსკის ლაბორატორიის“ წარმომადგენელი საქართველოსა და სომხეთში არმენ კარაპეტიანი.
საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის გუნდი DataIQ-მ ორ კატეგორიაში დააჯილდოვა
თიბისი კამპუსში სტუდენტების მიღება დაიწყო
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საქართველოდან რუსეთში პატიმრების ექსტრადირება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს
ბაზისბანკის ბარათით თანხის განაღდება იგივე პირობებით უკვე ლიბერთის 700-მდე ბანკომატიდანაც შესაძლებელია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)