|
2018-05-24 16:15:22, 782 ნახვა
რეგიონი
„Adventures in Batumi“ - ევრონიუსი აჭარას გადაცემებს უძღვნის
„Adventures in Batumi”- ასე ქვია აჭარის შესახებ მომზადებულ თემატურ სიუჟეტებს, რომელიც ევრონიუსის ეთერში გადის. მტირალას ეროვნული პარკი, კურორტი გოდერძი და ბათუმი, ის ძირითადი ტურისტული ადგილებია, სადაც ევრონიუსის ჟურნალისტმა დენის ლოკტიემ იმოგზაურა და ახლა მილიონობით მაყურებელს მსოფლიოს გარშემო აჭარას, როგორც ახალ ტურისტულ მიმართულებას აცნობს. აჭარის შესახებ მომზადებული მინი-სერიები ევრონიუსის ეთერში მაისიდან ყოველდღიურად გადაიცემა და ის თვის ბოლომდე გაგრძელდება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით ევრონიუსის გადამღებმა ჯგუფმა აჭარის, გარდა საქართველოს სხვა რეგიონებშიც იმოგზაურა. აჭარას ამ ეტაპზე ევრონიუსის კიდევ რამდენიმე ჟურნალისტი სტუმრობს, რომლებიც აჭარაში მოგზაურობას ვრცელ ბლოგს მიუძღვნიან. შემოდგომაზე კი გადაცემა „ფოკუსი“-ის გადამღები ჯგუფი აჭარაში მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადას გააშუქებს. რეგიონის შესახებ მომზადებული გადაცემების გარდა, ევრონიუსზე აჭარის საიმიჯო ვიდეორგოლი ტრიალებს. ტელეკომპანიის ეთერით აჭარის ტურისტულ პროდუქტებსა და სერვისებს 195 ქვეყანაში ეცნობიან. „აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული ეს პროექტი მიზნად ისახავს მსგავსი მესიჯ-ფილმებით ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის შესახებ პოტენციურ ტურისტებს, ტურისტულ სააგენტოებსა და ტურიზმით დაინტერესებულ აუდიტორიას მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ აჭარა არამხოლოდ ზღვის სეზონზე, არამედ წლის ოთხივე სეზონზე საინტერესო ტურისტული მიმართულებაა. ჩვენ ევრონიუსთან თანამშრომლობას ვაგრძელებთ და შემდეგი კვირიდან, უკვე სამოგზაურო ბლოგის მაყურებელი გაიგებს, თუ რისი გაკეთება შეიძლება ბათუმში 24 საათის განმავლობაში. როცა მსგავსი ტიპის რეიტინგული მედიასაშუალებები ჩვენს ქვეყანასა და რეგიონზე საუბრობენ ნამდვილად მნიშვნელოვანია და პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის ცნობადობასა და იმიჯზე აისახება,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით საერთაშორისო ტელეკომპანიებთან 2017 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს. აჭარის საიმიჯო ვიდეორგოლები და გადაცემები ისეთი რეიტინგული ტელეკომპანიებით გადაიცემა, როგორებიცაა BBC, CNN, Deutsche Welle და ევრონიუსი.
(NS)
ტრამპი: აშშ-ს ირანში კიდევ ერთი ან ორი სამიზნე აქვს გასანადგურებელი
საფრანგეთში ცხოვრების ფასების ზრდის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში დაახლოებით 320 000 ადამიანი მონაწილეობდა
შეერთებულმა შტატებმა ბელორუსს Boeing-ის სათადარიგო ნაწილებისა და ახალი თვითმფრინავების შეძენის უფლება მისცა
ტუსკი საკონსტიტუციო ტრიბუნალზე - ყვირილი, ტყუილი და ჩხუბი პოლონეთში კანონის წყარო არ შეიძლება იყოს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)