15:16 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-23 16:02:18, 1924 ნახვა

ეკონომიკა
თბილისის ტექნოპარკში „სტარტაპ კვირეული“ გაიხსნა

„სტარტაპ კვირეული" თბილისის ტექნოპარკში 22- 26 მაისს გაიმართება და მის ფარგლებში სტარტაპები  ყველა შესაძლებლობას გაეცნობიან, რასაც სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციები მათ იდეის გენერირებიდან მის რეალობად ქცევამდე სთავაზობენ.

პროექტი დამწყები ბიზნესების წარმომადგენლებისთვის ინდივიდუალურ კონსულტაციებს მოიცავს მაღალკვალიფიციური უცხოელი მენტორებისგან.

„სტარტაპ კვირეული" პრეზიდენტის ადმინისტრაციას, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და თიბისი ბანკს შორის  გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში იმართება. კვირეულის მიზანია საქართველოში სტარტაპეკოსისტემის გაუმჯობესების ხელშეწყობა და ისეთი სივრცის შექმნა, სადაც სტარტაპ ეკოსისტემის მოთამაშეები დაამყარებენ საქმიან კავშირებს.

„სტარტაპ კვირეული"  შედეგზე ორიენტირებული პროექტია, რომელიც  რეგულარულ სახეს მიიღებს დაწელიწადში ორჯერ ჩატარდება, ზუგდიდისა და თბილისისტექნოპარკში .

პროექტი თბილისის შემდეგ  უკვე ზუგდიდში გადაინაცვლებს, სადაც ანალოგიური ღონისძება 26-29 ივნისს გაიმართება.

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.startupweek.ge

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
“ნაციონალურ მოძრაობას“ შსს-მ რიყის დოქებთან სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის განართვის ნებართვა არ მისცა
რუსთავში მარტოხელა დედას სამი შვილით ბინიდან ასახლებენ - ვიდეო
ირანის ელჩი თბილისში საელჩოს ფასადზე ქეთევან დედოფლის გამოსახულების განათებას ეხმაურება
ჰეგსეთმა პენტაგონს დაავალა, შუალედურ არჩევნებში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics