|
2018-05-23 12:34:03, 806 ნახვა
რეგიონი
გორის მერის მოადგილემ ჟურნალისტს საჯარო ბოდიში მოუხადა
გორის მერის პირველმა მოადგილემ ტელეკომპანია „თრიალეთის“ ჟურნალისტს ბოდიში მოუხადა და თავისი სიტყვები უკან წაიღო. გელა კაპანაძეს განცხადებების უარყოფა გორის რაიონულმა სასამართლომ 26 აპრილს დააკისრა. კაპანაძემ ჟურნალისტ მალხაზ მიქელაძეს 2017 წლის სექტემბერში პროვოკატორი უწოდა და ცილისმწამებლური განცხადებები გააკეთა, რომ თითქოს ჟურნალისტი „შენების მოძრაობის“ ინტერესებს ატარებდა. მალხაზ მიქელაძემ სასამართლო დავა 2017 წლის ნოემბერში წამოიწყო. „ქართული ოცნების“ ოფისში 2017 წლის 21 სექტემბერს ჩაწერილი ინტერვიუს დროს ადგილი არ ქონია მალხაზ მიქელაძის მხრიდან ჩემს პროვოცირებას და აღნიშნული ფრაზა იყო სპონტანურად გამნოთქმული მოსაზერება, რომელიც მხოლოდ ჩემი მოსაზრება იყო და მალხაზ მიქელაძის, როგორც პიროვნულ, ისევე პროფესიული პატივისა და ღირსების შელახვას არ ემსახურებოდა.“ – განაცხადა გორის მერის პირველმა მოადგილემ გელა კაპანაძემ. „ძალიან სასიხარულოა ის რომ გელა კაპანაძე გონს მოეგო და უკან წაიღო ის ცილისმწამებლური განცხადებები, რომელსაც გასულ წელს ჩემი მისამართით აკეთებდა. შეიქმნა პრეცენდენტი და ამის შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლებს რაც მოესურვებათ ყველაფერს ვეღარ დააბრალებენ ჟურნალისტებს, რათა მათ უკვე იციან რომ სასამართლომ შესაძლოა განცხადებების უკან წაღება დააკისროს. „ – ამბობს მალხაზ მიქელაძემ. ჟურნალისტის უფლებებს სასამართლოში ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი იცავდა.
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
ტრამპი: აშშ-ს ირანში კიდევ ერთი ან ორი სამიზნე აქვს გასანადგურებელი
საფრანგეთში ცხოვრების ფასების ზრდის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში დაახლოებით 320 000 ადამიანი მონაწილეობდა
შეერთებულმა შტატებმა ბელორუსს Boeing-ის სათადარიგო ნაწილებისა და ახალი თვითმფრინავების შეძენის უფლება მისცა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)