|
2018-05-22 16:35:04, 795 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძე ხულოში მერიის ახალი ადმინისტრაციული შენობის პრეზენტაციას დაესწრო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხულოს მუნიციპალიტეტს სტუმრობს. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ხულოს ცენტრში დღეს მერიის ახალი ადმინისტრაციული შენობის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა მელაძემ, კომპანია ,,მეტროს" დამფუძნებელმა გალიფ ოზთურქმა და ხულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში ანზორ ბოლქვაძემ. როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რეგიონის ხელისუფლებისთვის მთა და მთის კურორტების განვითარება მთავარი პრიორიტეტია. მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება მთის ტურიზმის განვითარების, ინფრასტრუქტურის და გზების კეთილმოწყობის მიმართულებით. ,,კურორტებთან ერთად აუცილებლად უნდა განვითარდეს დაბა და აქ არსებული სერვისები უნდა იყოს მაქსიმალურად ხელმისაწვდომი. სწორედ ამის მაგალითია დღევანდელი დღეც, როცა ინვესტორთან ერთად ხულოს განვითარებისთვის კიდევ ერთი პროექტი ხორციელდება", - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ. ღონისძიების ფარგლებში ხულოს მუნიციპალიტეტის მერსა და კომპანია „მეტროს" დირექტორს შორის ურთიერთშეთანხმების დოკუმენტს მოეწერა ხელი. მერიის შენობის რეაბილიტაციის სამუშაოებს კომპანია ,,მეტრო" განახორციელებს. როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, ეს იქნება ინვესტორის საჩუქარი ხულოს მუნიციპალიტეტისთვის. შენობის გასარემონტებლად 500 ათას ლარამდეა გათვალისწინებული. რეაბილიტირებულ ახალ შენობაში განთავსდება ხულოს მერია, საკრებულო და თვითმმართველობის აიპები. მერიის ახალი ადმინისტრაციული შენობის ამოქმედება საშუალებას მისცემს ადგილობრივ მოსახლეობას ერთ სივრცეში განლაგებული სერვისებით ისარგებლონ, რაც გაზრდის როგორც ხელმისაწვდომობას, ისე მომსახურების ხარისხს. ღონისძიებას ხულოს მერიის და კომპანიის თანამშრომლები, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიების ფარლებში შესრულდა რამდენიმე საკონცერტო ნომერი ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების შესრულებით.
(NS)
ტრამპი: აშშ-ს ირანში კიდევ ერთი ან ორი სამიზნე აქვს გასანადგურებელი
საფრანგეთში ცხოვრების ფასების ზრდის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში დაახლოებით 320 000 ადამიანი მონაწილეობდა
შეერთებულმა შტატებმა ბელორუსს Boeing-ის სათადარიგო ნაწილებისა და ახალი თვითმფრინავების შეძენის უფლება მისცა
ტუსკი საკონსტიტუციო ტრიბუნალზე - ყვირილი, ტყუილი და ჩხუბი პოლონეთში კანონის წყარო არ შეიძლება იყოს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)