|
2018-05-22 16:06:46, 1476 ნახვა
საზოგადოება
ძიუდოისტების მიერ გადაგდებული დავით ქევხიშვილის სავარძელი მოქალაქემ წაიღო
ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის სკამი, რომელიც ძიუდოისტებმა მისი კაბინეტიდან გამოიტანეს და სანაგვე ურნებთან დადეს, გამვლელმა წაიღო. აღნიშნულის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა. ძიუდოისტებმა დღეს დავით ქევხიშვილის გადადგომის მოთხოვნით მორიგი აქცია გამართეს. ისინი რამდენიმე საათის წინ შენობაში შევიდნენ, ქევხიშვილის კაბინეტი აჭედეს, ხოლო მისი სკამი გადააგდეს. გარდა ამისა, ძიუდოისტებმა უნდობლობა გამოუცხადეს 10 დღის წინ შექმნილ კომისიას, რომელსაც ფედერაციაში არსებული პრობლემები უნდა შეესწავლა. სპორტსმენები თვლიან, რომ კომისიამ პირველი შეხვედრის შემდეგ, ფაქტობრივად დადო გარკვეული დასკვნა, რომელიც კატეგორიულად ეწინააღმდეგება მათ არგუმენტებს. „ჩვენ დავუპირისპირდით ქევხიშვილს, მისი გადადგული ნაბიჯების, მისი მოქმედებების გამო ჩვენი გუნდის მიმართ, ჩვეი ნაკრების მიმართა. აქ მარტო ჩვენ არ ვართ, აქ არიან ახალგაზრდული ნაკრების წევრები, აქ არიან ქალტა ნაკრების წევრები. პროტესტი გრძელდება და უპირობოა ჩვენი მოთხოვნა, უნდა გადადგეს დავით ქევხიშვილი დაკავებული თანამდებობიდან. 20 დღეა, ჩვენ უკვე აღარ ვვარჯიშობთ, ყურადღება ჩვენ მიმართ არის ნაკლები იმ ადამიანების მხრიდან, ვისაც ხელეწიფება ამ პრობლემის მოგვარება, ჩვენ ვაგრძელებთ ჯანსაღ პროტესტს",- განაცხადა ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანმა, ვარლამ ლიპარტელიანმა.
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)