|
2018-05-22 11:47:49, 1242 ნახვა
საზოგადოება
დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია ზუგდიდში 240 დევნილი ოჯახისთვის ბინების გადაცემის საკითხს განიხილავს
დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია ზუგდიდში, ახალაშენებულ კორპუსებში, 240 დევნილი ოჯახისთვის ბინების გადაცემის საკითხს განიხილავს. გაფართოებული კომისიის შემადგენლობაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილეებსა და სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, სახალხო დამცველის აპარატის, აფხაზეთის მთავრობისა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებიც შედიან. კომისიის მუშაობის პროცესი გამჭვირვალეა და ღიაა ნებისმიერი მედია საშუალებისათვის. ზუგდიდში, ბინის მიღების მოთხოვნით, განაცხადი სულ 5361-მა დევნილმა ოჯახმა შეავსო. აღნიშნული ოჯახები მონიტორინგის ჯგუფებმა ადგილზე შეისწავლეს, რის შემდეგაც მოკვლეული მასალა განსახილველად დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას გადაეცა. კომისიის მუშაობის შედეგად, გამოვლინდება ის 240 დევნილი ოჯახი, რომლებსაც ზუგდიდში ახალაშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცემათ. დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროცესი სამი მიმართულებით მიმდინარეობს: 1. ნგრევად და სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტებიდან დევნილი ოჯახების გაყვანა; 2. სასამართლოს ან ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებისა და სამინისტროს მიერ გაცემული ადმინისტრაციული დაპირების საფუძველზე დევნილი ოჯახების უზრუნველყოფა საცხოვრებელი ფართით; 3. კრიტერიუმების შესაბამისად, დევნილთა გრძელვადიანი განსახლება. კომისიის მუშაობის დასრულებისა და სიის გამოქვეყნების შემდეგ, მინისტრის მოადგილეები და კომისიის წევრები ზუგდიდში ყველა იმ დევნილს შეხვდებიან, რომლებსაც ბინების განაწილების პროცესის შესახებ გარკვეული შეკითხვები ექნებათ. დევნილების მიღება იმ დრომდე არ დასრულდება, ვიდრე თითოეული მათგანის შეკითხვას ამომწურავი პასუხი არ გაეცემა. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ვინც გამოქვეყნებულ სიაში აღმოაჩენს რაიმე სახის უზუსტობას, შეუძლია აღნიშნულის თაობაზე მიმართოს სამინისტროს, რომელიც თავს მხრივ მზადყოფნას გამოთქვამს, კონფიდენციალურობის სრული დაცვით გადაამოწმოს მოწოდებული ინფორმაცია. დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ უკვე დაასრულა სამეგრელოს რეგიონში „სოფლად სახლის“ შესყიდვის მოთხოვნით შემოსული განაცხადების განხილვა და 350-მდე დევნილი ოჯახისთვის სახლის შესყიდვის გადაწყვეტილება მიიღო.
(NS)
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)