|
2018-05-21 12:39:44, 1325 ნახვა
საზოგადოება
საგარეო უწყება 26 მაისის ფარგლებში საზღვარგარეთ დაგეგმილი ღონისძიებების განრიგს აქვეყნებს
2018 წელს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის საიუბილეო თარიღი საქართველოში საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოს წარმომადგენლობების ჩართულობით მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება. საქართველოს ისტორიის და კულტურის პოპულარიზაციის მიზნით კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებების ციკლი მთელი წლის განმავლობაში გასტანს, თუმცა განსაკუთრებული ინტენსივობით მაისის თვე გამოირჩევა. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს საქართველოს დროშის ფერებში განათდება მსოფლიოს სხვადასხვა ღირშესანიშნაობები. სლოვენიაში, საქართველოს ეროვნული სიმბოლოს ფერებში განათდება ლიუბლიანას ციხე-სიმაგრე; თურქეთში, ქალაქ ანკარაში ე.წ. "ანკარის ტყუპი ცათამბჯენი"; ლიტვაში, ვილნიუსის ცენტრალური ხიდი და ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა - სამი ჯვრის მონუმენტი. ასევე განათებული იქნება კორეაში, სეულის მუნიციპალიტეტის, პორტუგალიაში ლისაბონის მერიის და ესტონეთში საქართველოს საელჩოს შენობები. საქართველოს საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად საქართველოს დროშები აღიმართება ესტონეთის ქალაქებში ტარტუს, პიარნუსა, ვილაინდის ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ, ხოლო ტალინის საზოგადოებრივ ტრანსპორტზე დამონტაჟდება საქართველოს დროშები. საქართველოს ეროვნული სიმბოლო გამოფენილი იქნება ირლანდიაშიც დუბლინის ცენტრში, კანადაში ოტავას მერიის შენობაზე და სხვა ცენტრალურ შენობებზე. საიუბილეო თარიღს აღნიშნავენ ლატვიაში, სადაც რიგაში, საქართველოს საელჩოს შენობის წინ მოლზე განთავსდება საქართველოს დროშის ამსახველი ყვავილების კომპოზიცია. მოლოცვებს შეუერთდება ლიტვაც, სადაც ქალაქ ვილნიუსის თბილისის სახელობის სკვერში განთავსდება ე.წ. ჰაშტაგ მონუმენტი (GAMARJOBA), რაც საქართველოს და ქართული ენის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. ასევე, უკვე ტრადიციულად, ქართული ჩოხით შეიმოსება ბელგიაში ბრიუსელის სიმბოლო Manneken-Pis და ბრიუსელის ქართული ეკლესიის მგალობელთა გუნდის მიერ შესრულდება საქართველოს ჰიმნი. საიუბილეო თარიღის შესახებ ინფორმაცია და ვიდეო რგოლები მთელი დღის განმავლობაში იტრიალებს ტალინის, კიშინეუსა და სხვა დედაქალაქების ცენტრალურ მოედნებზე განთავსებულ ბილბორდებზე. საჯარო საზეიმო ღონისძიებების პარალელურად ხორციელდება მთელი რიგი შემეცნებითი და საგანმანათლებლო ღონისძიებები, ჩატარდება კონფერენციები და მიღებები ადგილობრივი სახელმწიფო სტრუქტურების, დიპლომატიური კორპუსის, ანალიტიკური წრეების და დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის. საქართველოს 100 წლის საიუბილეო მიღებები გაიმართება აშშ-ის კონგრესში, აშშ-ში საქართველოს საელჩოში. საფრანგეთში, ქალაქ სტრასბურგში ევროპის საბჭოში, გაიმართება სახელოვანი ქართველი მეცნიერის, ერთიანი ევროპის იდეის ერთ-ერთი ფუძემდებლის მიხეილ მუსხელისადმი (მიშელ მუსხელი 1903-1964) მიძღვნილი ღონისძიება. მიღებაზე წარმოდგენილი იქნება საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობით მოძიებული აქამდე უცნობი უნიკალური მასალა ამ უმნიშვნელოვანესი პიროვნების შესახებ. ქ. ნიუ-იორკში, გაერო-ს სათაო ოფისში, ECOSOC Chamber-ში გაიმართება შოთა რუსთაველის 850 წლისადმი მიძღვნილი საფოსტო მარკის პრეზენტაცია და დამოუკიდებლობის დღის სადღესასწაულო ღონისძიება. ღონისძიებაში გაერო-ს მხრიდან მონაწილეობას მიიღებს Thanawat Amnajanan (Chief of the United Nations Postal Administration) და გააკეთებს შესაბამის პრეზენტაციას. გაიმართება გიორგი მიქაძის კონცერტი „Georgian overtones" ანსამბლ „ბასიანის" ტრიოს მონაწილეობით. გერმანიაში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, სახელმწიფო ვოკალური ანსამბლი „ბათუმი" გამართავს საზეიმო კონცერტს გერმანიაში მყოფი QRF მე-8 კონტიგენტის 80-მდე ქართველი ჯარისკაცისთვის, რომლებიც მიემგზავრებიან ავღანეთში. აღსანიშნავია, რომ საზეიმო ღონისძიებები მთელი წლის განმალობაში აღინიშნება და მიზნად ისახავს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ისტორიის, ქვეყნის ეკონომიკურ-ტურისტული პოტენციალისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციას. დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაეცნონ მუდმივად განახლებულ ინფორმაციას შემდეგ მისამართზე: http://events.gov.ge/
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)