09:29 - 06 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-21 11:58:46, 1355 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილი ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ სესიაზე სიტყვით გამოვიდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი პარიზში,  ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) 86-ე  გენერალურ სესიას სპეციალური მიწვევით ესწრება.

სესიის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე ლევან დავითაშვილმა დელეგატებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.

„ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან (OIE) აქტიურად ვთანამშრომლობთ და უკვე გვაქვს ხელშესახები შედეგები - ვითარდება შესაბამისი ინფრასტრუქტურა, მიმდინარეობს ცხოველთა ვაქცინაცია სხვადასხვა დაავადებაზე, ინერგება ახალი, თანამედროვე სტანდარტები, რაც დადებითად აისახა ქვეყნის საექსპორტო პოტენციალზე“, - აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას ლევან დავითაშვილმა.

ასევე, სიტყვით გამოვიდნენ სხვადასხვა ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. ყურადღება გამახვილდა ახალ გამოწვევებზე, გლობალიზაციის პირობებში რისკების პრევენციასა და ზედამხედველობის გაძლიერებაზე, ინტეგრირებულ მიდგომებზე.

სესიის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, მინისტრის პირველ მოადგილესთან, ნოდარ კერესელიძესთან და საფრანგეთში საქართველოს ელჩთან, ეკატერინე სირაძე-დელონესთან ერთად, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) გენერალურ დირექტორს მონიკ ელუას შეხვდა.

შეხვედრაზე აღინიშნა,  რომ მიმდინარე წლის 17-21 სექტემბერს, ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომისიის 28-ე კონფერენცია საქართველოში გაიმართება.

ლევან დავითაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ  ეს გადაწყვეტილება არის აღიარება იმ პროგრესისა, რომელიც საქართველოს   ცხოველთა ჯანდაცვის უზრუნველყოფის მიმართულებით აქვს.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics