09:30 - 06 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-21 10:41:42, 1243 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტს გერმანიის პოლიციის აკადემიის სტუდენტები ეწვივნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს გერმანიის რაინლანდ-პფალცის პოლიციის აკადემიის სტუდენტები ეწვივნენ. აღნიშნული სტუდენტები,  ამავე დროს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პოლიციის მოქმედი თანამშრომლები არიან.

სტუდენტები დეპარტამენტის სტრუქტურას და კომპეტენციას გაეცნენ. ვიზიტის ფარგლებში  მათ, ასევე, დაათვალიერეს საქართველოში კანონიერი საფუძვლების გარეშე მყოფ პირთა დრობითი განთავსების ცენტრის ინფრასტრუქტურა, მიიღეს ინფორმაცია გაძევების მექანიზმებისა და პროცედურების შესახებ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრი  სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით არსებულ ევროპულ სტანდარტებს და 92 პირზეა გათვლილი. ცენტრში განთავსებული პირებისთვის  ხელმისაწვდომია პირველადი სამედიცინო დახმარება  და ფსიქოლოგის კონსულტაცია. ამასთან, ცენტრში დროებით მოთავსებული პირებისთვის ხელმისაწვდომია ინტერნეტი, ბიბლიოთეკა და სპორტული ინფრასტრუქტურა.

გერმანელი სტუდენტების ვიზიტი მიგრაციის დეპარტამენტში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის რაინლანდ-პფალცის მიწის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის არსებული მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics