|
2018-05-19 17:45:54, 2048 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ფოსტის“ ინიციატივით გამართული „წერილის წერის საერთაშორისო კონკურსის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ
პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში „საქართველოს ფოსტის“ ინიციატივით ჩატარებული „წერილის წერის საერთაშორისო კონკურსის“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. „წერილის წერის საერთაშორისო კონკურსის“ მიზანია, წერილის წერის ტრადიციის აღდგენა/დამკვიდრება და წერილობითი ურთიერთობის პოპულარიზაცია ახალგაზრდა თაობაში, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში წერილობითი ურთიერთობების შენარჩუნება. როგორც „საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან ჩიკვაიძემ აღნიშნა, კონკურსით ყოველწლიურად უფრო მეტი 15 წლამდე ახალგაზრდა ინტერესდება.
მიმდინარე წლის საკონკურსო თემა გახლდათ - „წარმოიდგინე, რომ ხარ წერილი, რომელიც მოგზაურობს დროში, რა ინფორმაციის მიწოდებას ისურვებდი მკითხველისთვის?“. კონკურსში 300-მდე 15 წლამდე ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა და 9 საუკეთესო ნაშრომი გამოვლინდა: გრან პრი - ლანა მენთეშაშვილი; I ადგილი - სალომე ამყოლაძე; II ადგილი - მარიამ მაჩაიძე და ნინო გოგსაძე; III ადგილი - ნიკა ოთარაშვილი და მარიამ გიორგაძე; „საქართველოს ფოსტის“ რჩეული - ანდრია კიონაშვილი; გაერთიანებული საფოსტო კავშირის რჩეული - ნინო გობაძე; კონკურსის ჟიურის რჩეული - ანა გოგია. „მსოფლიოს საფოსტო კავშირში“ გაიგზავნება კონკურსის გრან პრის გამარჯვებულის, 12 წლის ლანა მენთეშაშვილის წერილი „გამარჯობა მსოფლიო!“ და ჩაერთვება საერთაშორისო საკონკურსო პროგრამაში. აღსანიშნავია, რომ კონკურსის ყველა მონაწილის მიერ მეტად საინტერესო თემები იქნა წარმოდგენილი. ცნობისთვის, „წერილის წერის საერთაშორისო კონკურსს“ საფუძველი ჩაეყარა „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ ტოკიოს კონგრესზე და 1971 წლიდან სისტემატურად იმართება, მასში მონაწილეობას იღებს მსოფლიო საფოსტო კავშირის 192 წევრი ქვეყანა.
(NS)
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


„საქართველოში საიუბილეო თარიღი გვაქვს. მეხუთე წელია რაც იმართება კონკურსი და ახალგაზრდების ჩართულობა ყოველწლიურად იმატებს. მსოფლიოში ყველა 15 წლამდე ახალგაზრდა ერთი და იგივე თემაზე წერს წერილს, რომლითაც დაინტერესებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, რომლის ეგიდითაც ტარდება ეს ღონისძიება. ორგანიზაცია შეფასებას აკეთებ თუ როგორ ფიქრობს ახალგაზრდობა სხვადასხვა ქვეყანაში. საქართველოში გამარჯვებული კონკურსანტი ავტომატურად მონაწილეობას იღებს მსოფლიო მასშტაბის კონკურსში, რომელიც გაიმართება შვეიცარიის ქალაქ



epn.ge (@expressnews.ge)