|
2018-05-19 13:15:38, 7578 ნახვა
კულტურა
„თბილისის ცის ქვეშ“ - პროექტის ფარგლებში პიანისტ დავით ალადაშვილის და სუხიშვილების კონცერტები გაიმართება
19 და 20 მაისს, მერიის ახალი პლატფორმის ფარგლებში - "თბილისის ცის ქვეშ" პიანისტ დავით ალადაშვილის და სუხიშვილების ნაციონალური ბალეტის კონცერტები გაიმართება. კულტურული ღონისძიებები დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში იგეგმება. 19 მაისს, 21:00 საათზე, გლდანის მე-6-ე მიკრორაიონში, მაყურებლის წინაშე სუხიშვილების ნაციონალური ბალეტი წარდგება, ხოლო კვირას, 20 მაისს, 20:00 საათზე, ვერის ბაღში თბილისელებისთვის და დედაქალაქის სტუმრებისთვის პიანისტი დავით ალადაშვილი გამართავს სოლო კონცერტს. "თბილისის ცის ქვეშ" დედაქალაქის მერიის მიერ ინიცირებული კულტურისა და ხელოვნების ახალი პლატფორმაა, რომელიც ყველა დაინტერესებულ პირს მისცემს საშუალებას, რომ საკუთარი იდეები ღია ცის ქვეშ ახლებური ხედვით განახორციელოს. პროექტის მიზანია კულტურის საყოველთაო ხელმისაწვდომობა, ქალაქის ცხოვრების გამრავალფეროვნება, გარეუბნებში კულტურული ცხოვრების გააქტიურება, უქმე დღეებში მწვანე სივრცეებში დასვენების კულტურის ჩამოყალიბება, კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარება, მულტიდისციპლინური პროექტების ხელშეწყობა, ახალი ტალანტების აღმოჩენა და მათი მხარდაჭერა. პლატფორმა მოიცავს მუსიკალურ კონცერტებს, საგანმანათლებლო ლექციებს, ინფო-ტურებს, ღია კინოჩვენებებს, სხვადასხვა ტიპის გამოფენებს, თეატრალურ წარმოდგენებს, ფესტივალებს და სხვა ღონისძიებებს, რომლებზეც დასწრება თავისუფალი იქნება.
(NS)
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)