|
2018-05-19 12:25:26, 1550 ნახვა
საზოგადოება
სოფელ სალხინოში მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები სოფელ სალხინოს მოსახლეობას შეხვდნენ და მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები გააცნეს. მათ პროექტის ამოცანები, ტექნიკური სამუშაოების მომდევნო ეტაპებზე დაგეგმილი პროცედურები და სხვა აქტუალური საკითხები განიხილეს. შეხვედრას ვანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გოჩა ჭუბაბრია და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ვანის რაიონის სოფელი სალხინო ერთ-ერთია იმ 12 დასახლებიდან, რომლებშიც მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტი მიმდინარეობს. სალხინოში ტექნიკური სამუშაოები 26 მარტს დაიწყო და ამ დროისთვის 1586 მიწის ნაკვეთია აზომილი. მიწის აზომვის შედეგების გაცნობას და, საჭროების შემთხვევაში, ცვლილებების შეტანის მოთხოვნას ადგილობრივ მოსახლეობა მომავალი კვირიდან შეძლებს. მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და ის მიწის რეგისტრაციის რეფორმის ნაწილს წარმოადგენს. პროექტით უფასოდაა გათვალისწინებული მიწის რეგისტრაცია და რეგისტრაციისთვის საჭირო მომსახურებები: უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების მოძიება და აღრიცხვა, საკადასტრო აზომვითი ნახაზის მომზადება, საკადასტრო მონაცემების ცვლილება, საკადასტრო აზომვითი ნახაზის გარეშე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის დაზუსტება, ნოტარიუსის მიერ მხარეთა ხელმოწერის დამოწმება, მედიაცია და თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება.
(NS)
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)