|
2015-05-26 14:04:21, 457 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელმა ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე ავღანეთიდან მიულოცა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე ავღანეთიდან მიულოცა. „პრეზიდენტო, თქვენო უწმინდესობავ, პრემიერო, პარლამენტის თავჯდომარევ, გენერალო, ოფიცრებო, სერჟანტებო, კაპრალებო , მოწვეულო სტუმრებო, ყველა სამოქალაქო და სამხედრო პირს გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს. ზუსტად 1 საუკუნის წინ, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტში ჩაიწერა შემდეგი სიტყვები, „ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებიანი, დამოუკიდებელი სახელმწიფოა“. ეს არ არის უბრალოდ სიტყვები, ეს არის იდეა, რომელიც გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე ერთ კონკრეტულ დოკუმენტში ჩაწერილი რომელიმე ფრაზა, ეს არის იდეა სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ჩვენი თავისუფლების იდეა, რომლის გამოც იბრძოდნენ თაობები, რომელსაც ეწირებოდნენ თაობები, რომლისთვისაც ქართველები შრომობდნენ და იმარჯვებდნენ მრავალი საუკუნის განმავლობაში. სწორედ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და თავისუფლების სურვილი ერთ მუშტად კრავს ქართველ ხალხს, ქართულ სახელმწიფოს. საქართველოს დღევანდელი თაობა ღირსეული შვილია იმ წინაპრის, რომელიც საუკუნეების მანძილზე იბრძოდა სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების და თავისუფლების განმტკიცებისთვის“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა. მისნისტრის მტკიცებით, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მომავალი თაობის ღირსეული წინაპარი გახდეს. ამასთან, მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების ვალდებულებაა, ახსოვდეს გმირები, რომლებმაც საქართველოს თავისუფლებას თავი შესწირეს. „ პირადად ჩემი და სრულიად საქართველოს ხელისუფლების ვალდებულებაა, გვახსოვდეს ჩვენი გმირები, რომლებმაც თავი შესწირეს ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას, მსოფლიო უსაფრთხოებას და ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. ჩვენი თაობის ვალია ყველაფერი გავაკეთოთ მათი ხსოვნის უკვდავსაყოფად. საქართველოს ღირსება, ერთგულება, ეს არის ყველა ჩვენგანის ვალი, ყველა ჩვენგანის ყოველდღიურობა, ცხოვრების შემადგენელი ნაწილი“, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა. ხიდაშელის განცხადებით, ის ქართველ ჯარისკაცებს ავღანეთიდან, ანუ იმ ადგილიდან ულოცავს 26 მაისს, სადაც საქართველო ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად მსოფლიო უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობისთვის იბრძვის. „განსაკუთრებით დღეს მინდა მივულოცო ქართველ ჯარისკაცებს ავღანეთიდან საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, იმ წერტილიდან სადაც ყველაზე უფრო მეტად უჭირს მსოფლიოს და სადაც უფრო კარგად ვამტკიცებთ, რომ ჩვენ ყველანი ერთად, მთელი საქართველო ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად ვიბრძვით მსოფლიო უსაფრთხოების და დამოუკიდებლობისთვის. კიდევ ერთხელ გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს და ყველა ერთად ვემსახუროთ საქართველოს“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
OPEC+-ის შვიდმა ქვეყანამ ნავთობის მარაგების გაზრდის შესახებ განაცხადა
მოსკოვის დასავლეთით, მაღალსართულიან შენობას დრონი შეეჯახა
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)