03:21 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-18 12:42:13, 1797 ნახვა

საზოგადოება
„თბილისის ცის ქვეშ“- პროექტის ფარგლებში პიანისტ დავით ალადაშვილის და სუხიშვილების კონცერტები გაიმართება

19 და 20 მაისს, მერიის ახალი პლატფორმის ფარგლებში - „თბილისის ცის ქვეშ“ პიანისტ დავით ალადაშვილის  და სუხიშვილების ნაციონალური ბალეტის კონცერტები გაიმართება.

კულტურული ღონისძიებები დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში იგეგმება. 19 მაისს, 21:00 საათზე, გლდანის მე-6-ე მიკრორაიონში, მაყურებლის წინაშე სუხიშვილების ნაციონალური ბალეტი წარდგება, ხოლო კვირას, 20 მაისს, 20:00 საათზე, ვერის ბაღში თბილისელებისთვის და დედაქალაქის სტუმრებისთვის პიანისტი დავით ალადაშვილი გამართავს სოლო კონცერტს.

„თბილისის ცის ქვეშ“ დედაქალაქის მერიის მიერ ინიცირებული კულტურისა და შემოქმედებითი ხელოვნების ახალი პლატფორმაა, რომელიც ყველა დაინტერესებულ პირს მისცემს საშუალებას, რომ საკუთარი იდეები ღია ცის ქვეშ ახლებური ხედვით განახორციელოს. პროექტის მიზანია კულტურის საყოველთაო ხელმისაწვდომობა, ქალაქის ცხოვრების გამრავალფეროვნება, გარეუბნებში კულტურული ცხოვრების გააქტიურება, უქმე დღეებში მწვანე სივრცეებში დასვენების კულტურის ჩამოყალიბება, კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარება, მულტიდისციპლინური პროექტების ხელშეწყობა, ახალი ტალანტების აღმოჩენა და მათი მხარდაჭერა.

პლატფორმა მოიცავს მუსიკალურ კონცერტებს, საგანმანათლებლო ლექციებს, ინფო-ტურებს, ღია კინოჩვენებებს, სხვადასხვა ტიპის გამოფენებს, თეატრალურ წარმოდგენებს, ფესტივალებს და სხვა ღონისძიებებს, რომლებზეც დასწრება თავისუფალი იქნება.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics