|
2018-05-17 20:40:29, 1746 ნახვა
საზოგადოება
მთავრობის ადმინისტრაციასთან ლგბტ აქტივისტების აქცია დასრულდა
მთავრობის ადმინისტრაციასთან ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აქცია დასრულდა. აქციის მონაწილეები ტერიტორიიდან სამართალდამცველებმა ავტობუსებით გაიყვანეს. ადგილზე შეკრებილებმა სიტყვით გამოსვლისას სახელმწიფოს მხრიდან მათ წინააღმდეგ უსამართლო პოლიტიკაზე ისაუბრეს. როგორც მათ აღნიშნეს, ქვეყანა სახელმწიფოდ არ ჩამოყალიბდება, სანამ ყველა მოქალაქის უფლება არ იქნება დაცული. აქციაში 100-მდე ადამიანი მონაწილეობდა. მას შს მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამინის უფლებათა დეპარტმანეტის ხელმძღვანელი ლონდა თოლორაია, ასევე დოპლომატიური კორპუსის, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები და სხვადასხვა უფლებადამცველი ორგანიზაციები დაესწრნენ. გარდა ამისა, ადგილზე იმყოფებიან პოლიტიკოსებიც, მათ შორის, პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია, „რესპუბლიკური პარტიის“ წევრები თამარ კორძაია და ხათუნა სამნიძე. დღევანდელ აქციას ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია. მთავრობის ადმინისტრაციასთან პირმა, რომელიც აქციის მონაწილე არ იყო, ერთ-ერთ გამომსვლელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი გაქცევა სცადა, თუმცა ის სამართალდამცველებმა დააკავეს. დაშავებულს სასწრაფო დახმარება დასჭირდა. როგორც ექიმებმა აღნიშნეს, მას დაზიანებები თავის და სახის არეში აღენიშნება. ცნობისთვის, აქციის გამო, მთავრობის ადმინისტრაციასთან მისასვლელი ყველა გზა ჩაკეტილია. ქუჩების ნაწილზე პოლიციის ცოცხალი კორდონი დგას, ხოლო ნაწილზე სპეციალური ბარიერებია აღმართული. ასევე, მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი“ დროებით მგზავრებს არ ემსახურება.
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)