|
2018-05-17 11:56:11, 1392 ნახვა
საზოგადოება
ცაგერში ნაპოვნი დათვის ბელი თბილისის ზოოპარკს მიბარდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მოქალაქის მიერ ნაპოვნი დათვის ბელი თბილისის ზოოპარკს მიაბარეს. დეპარტამენტის ცნობით, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ოყურედან მოქალაქემ დარეკა, რომელმაც განაცხადა, რომ ტყის პირას დათვის ბელი იპოვა. „გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლები მითითებულ ადგილზე დაუყოვნებლივ გავიდნენ და დაახლოებით 2 თვის ასაკის, საქართველოს წითელი ნუსხით დაცული მურა დათვის სახეობის ბელი იპოვეს. ბელს არავითარი დაზიანება არ აღენიშნებოდა. მისი ასაკიდან გამომდინარე, ბელის ველურ ბუნებაში გაშვება მიზანშეწონილი არ იყო. დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბელი ცაგერიდან თბილისში ჩამოიყვანეს და ზოოპარკს მიაბარეს. თბილისის ზოოპარკი დათვების რეაბილიტაციის პროგრამას ახორციელებს. რაც დათვებისათვის შესაბამისი გარემოს შექმნას გულისხმობს, რომელშიც მათ ბუნებრივი ქცევის გამოხატვის მაქსიმალური შესაძლებლობა აქვთ. ხოლო, როდესაც მიბარებული დათვის ბელი მზად იქნება, მოხდება მისი ველურ ბუნებაში დაბრუნება“, - ნათქვამია განცხადებაში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)