|
2018-05-16 22:19:04, 1660 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა დელეგაციას შეხვდა
თბილისის მერი კახა კალაძე მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა დელეგაციას შეხვდა. მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე თბილისში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს. საუბარი ძველი თბილისის რეაბილიტაციას, სატრანსპორტო სფეროსა და ინფრასტრუქტურის განვითარებას შეეხო. დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, საცობების მართვის კუთხით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს და აღნიშნული პრობლემების გადასაჭრელად, ტექდათვალიერების შემოღება, პარკირების სისტემის მოწესრიგება, ტაქსების სფეროს რეგულირება, ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის კიდევ უფრო განვითარება იგეგმება. გარდა ამისა, თბილისის მერმა დელეგაციის წევრებს სამშენებლო სფეროს, საჯარო მმართველობისა და ღამის ეკონომიკის განვითარებასთან დაკავშირებით, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო. „ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა. მინდა აღვნიშნო, რომ მსოფლიო ბანკი ამ შემადგენლობით, საქართველოში არასდროს ჩამოსულა და თბილისში ასეთი წარმომადგენლობითი დელეგაცია პირველად იმყოფება. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის დეტალები, რაზეც ვისაუბრეთ, რომელიც ძირითადად, ქალაქის განვითარებას ეხებოდა. გავაცანით პროექტები, რაც შემდეგი წლების განმავლობაში გვაქვს დაგეგმილი. სასიხარულოა, რომ მათ ყველა მიმართულებით მხარდაჭერის სურვილი, ასევე, დაფინანსებისა და კონკრეტულ პროექტებში ჩართულობის თვალსაზრისით თანადგომა გამოთქვეს. მგონია, რომ მომდევნო წლების განმავლობაში, რეალიზებას და იმ პოლიტიკების ხორცშესხმას შევძლებთ, რომელიც ჩვენ წინასაარჩევნოდ გვქონდა წარმოდგენილი და ეს, რა თქმა უნდა, ჩვენს ქალაქს წაადგება“, - განაცხადა კახა კალაძემ. შეხვედრაზე მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა სამომავლო თანამშრომლობის სურვილი და დაგეგმილი პროექტების განხორციელებაში მხარდაჭერა დააფიქსირეს. „ჩვენთვის აქ ყოფნა ძალიან დიდი პატივია. შეხვედრაზე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილეთ. გავეცანით მერის ხედვას ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით. ჩვენ კარგად ვხედავთ საქართველოს განვითარების პერსპექტივას, მაგრამ ასევე, ვხედავთ იმ გამოწვევებს, რომელიც თბილისის წინაშე არსებობს. სწორედ ამაზე გვქონდა საუბარი მერთან და მან თავისი ხედვა გაგვაცნო“, - განაცხადა მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს წევრმა კრისტინ ჰოგანმა. დედაქალაქის მერიაში გამართულ შეხვედრას თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი ესწრებოდა. მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა დელეგაცია თბილისში 14 მაისიდან იმყოფება. ეს საქართველოში მათი პირველი ვიზიტია. მსოფლიო ბანკთან 25-წლიანი თანამშრომლობის განმავლობაში, საქართველოში, ბანკის 100-ზე მეტ პროექტში დაახლოებით, 4.3 მლრდ აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა.
(NS)
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)