|
2018-05-16 16:59:29, 1111 ნახვა
სამხედრო
ლევან იზორია: ჩვენი მისწრაფება და მზადყოფნა, გავხდეთ ნატოს წევრი ურყევი და მტკიცეა
„ჩვენი მისწრაფება და მზადყოფნა, გავხდეთ ნატოს წევრი ურყევი და მტკიცეა“, - ამ სიტყვებით დაიწყო თავისი გამოსვლა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა „სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების მეხუთე ფორუმზე“. სასტუმრო „Holiday Inn“-ში გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, ლევან იზორიამ ყურადღება არსებული გამოწვევების ფონზე თავდაცვის უწყებაში მიმდინარე და განხორციელებულ რეფორმებზე გაამახვილა, რის შედეგადაც თავდაცვის უწყება ნატოს სტანდარტებს რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულებებით აკმაყოფილებს. მათ შორის საუბარია ბიუჯეტის სწორად და დაბალანსებულად გადანაწილებაზე, ბიუჯეტში შეიარაღების შესყიდვის წილის 20,9 % -მდე გაზრდის და თავდაცვის ბიუჯეტის განსაზღვრა მშპ-ის 2%-იან ნიშნულზე. სიტყვით გამოსვლაში თავდაცვის მინისტრმა აშშ-სთან სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხებს განსაკუთრებული ადგილი დაუთმო და თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) შესახებ ისაუბრა. თავდაცვის მინისტრის განცხადებით თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა 18 მაისს ოფიციალურად გაიხსნება,რაც კიდევ უფრო აამაღლებს ქვეყნის თავდაცვით შესაძლებლობებს. თავდაცვის მინისტრმა მოხსენებაში შეკავების პოლიტიკასა და ამერიკული ანტი-სატანკო სისტემების მნიშვნელობაზე ისაუბრა. იზორიას განცხადებით თავდაცვითი შეიარაღების გადმოცემა კიდევ ერთი ნათელი გამოხატულებაა ქართულ-ამერიკული სტრატეგიული თანამშრომლობისა. პანელზე - „ათი წელი ბუქარესტის სამიტის შემდეგ“ თავდაცვის მინისტრთან ერთად, გამომსვლებებს შორის იყვნენ - ევროპული რეფორმების ცენტრის საგარეო ურთიერთობების დირექტორი იან ბონდი და ფონდ ჯეიმსთაუნის უფროსი მკვლევარი ვლადიმირ სოკორი. სესიას აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე მაიკლ კარპენტერი მოდერატორობდა. ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია, სახელწოდებით „სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების მეხუთე ფორუმი“ რონდელის ფონდის, სლოვაკეთის სტრატეგიული პოლიტიკის ინსტიტუტისა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.
(NS)
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)