|
2018-05-16 12:44:33, 682 ნახვა
რეგიონი
წილკანში „მინდვრის დღე 2018“ გაიმართა
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წილკნის ბაზაზე „მინდვრის დღე 2018“ გაიმართა. მინდვრის დღეები სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ განხორციელებული და მიმდინარე კვლევების შედეგების დაინტერესებული პირებისთვის საველე პირობებში გაცნობას გულისხმობს. მარცვლოვანი და ტექნიკური კულტურების კვლევის და ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების კვლევის სამსახურების წარმომადგენლებმა მოწვეულ სტუმრებს ბოლო 2 წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობა, აღდგენილი ჯიშები და მიმდინარე პროექტები გააცნეს. ღონისძიების ფარგლებში, მარცვლოვანი და ტექნიკური კულტურების კვლევის სამსახურმა შვრიის ახალი ჯიში „არგო“, ასევე, სიმინდის, ხორბლის და ჭვავის აღდგენილი ძველი ქართული ჯიშები წარმოადგინა. “დამაკმაყოფილებლად მივიჩნევთ პროექტების საცდელი მეთოდების დაგეგმისა და მათი მიმდინარეობის მდგომარეობას. უფრო მეტი ყურადღება დაეთმობა გამორჩეული ჯიშების ელიტური მეთესლეობის სამუშაოების განხორციელებას, რომელიც მნიშვნელოვანი საშუალება იქნება ფერმერებისთვის პრაქტიკული ხელშეწყობის საქმეში“, - აღნიშნა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ნოდარ ხატიაშვილმა. ღონისძიების სტუმრებმა წილკნის ბაზაზე მშენებარე მეაბრეშუმეობის სადგური დაათვალიერეს, რომელიც მიმდინარე წელს გაიხსნება.
(NS)
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)